კურო
გახსოვდეთ, რომ მართვის სადავე მხოლოდ თქვენს ხელთაა და სხვას ნუ მისცემთ თქვენი მანიპულირების უფლებას. ეს სამსახურის სფეროსაც ეხება და პირად ცხოვრებასაც.
ტყუპი
დღეს უამრავი შეხვედრა, მოლაპარაკებები და საქმეების განხილვა გელით. ეცადეთ, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს არ გაეარშიყოთ. პირიქით, საქმიანი იმიჯი შეიფერეთ და ამით უფრო მოიგებთ.
კირჩხიბი
დღის ძირითადი საზრუნავი ფინანსური საკითხების მოგვარება იქნება. კარგი დღეა დამატებითი შემოსავლის საძიებლად. აგრეთვე, გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლადაც.
ლომი
დღეს კარგი საქციელით თქვენ მიმართ უარყოფითად განწყობილ ადამიანებსაც კი გულს მოულბობთ. და მათი დახმარებით ისეთი საქმეების შესრულებას შეძლებთ, რასაც მარტო თავს ვერ ართმევდით.
ქალწული
საქმეების გამო გარშემო მყოფებზე ნუ იყრით ჯავრს. მშვიდად და წყნარად მოაგვარეთ პრობლემები და თუ ვინმე დახმარებას შემოგთავაზებთ, უარს ნუ ეტყვით.
სასწორი
საღამოს საქმეების გამო ოჯახურ საუბრებსა და ნათესავებთან შეხვედრაზე უარს ნუ იტყვით. დღის განმავლობაში კი დაგროვილი საქმეების მოგვარებას შეუდექით.
მორიელი
დღეს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან მოგიწევთ შეხვედრა, კამათი და დისკუსია. ამიტომ, მზად იყავით კრიტიკის მოსასმენად.
მშვილდოსანი
დღეს მეგობრის ან კოლეგისგან რომანტიკულ ინტერესს იგრძნობთ. თუ არც თქვენ ხართ მის მიმართ გულგრილი, თამამად გამოხატეთ გრძნობები.
თხის რქა
დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ახლობელი ადამიანი გღალატობთ, საქმეებში ხელს გიშლით. მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას და ურთიერთობის გაწყვეტას. ცოტა ხანში ყველაფერი გაირკვევა.
მერწყული
საქმეების მოგვარების პარალელურად, გარშემო მყოფების საიდუმლოებების ამოხსნასაც მოახერხებთ, მაგრამ მათ გამოაშკარავებას ნუ იჩქარებთ. გახსოვდეთ: ”ტყუილის მოსმენა მაშინ არის სასიამოვნო მოსასმენი, როცა სიმართლე იცი”.
თევზები
მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კონფლიქტს. უფრო მეტიც, შეამცირე კონტაქტი იმ ადამიანებთან, ვინც უარყოფითადაა თქვენ მიმართ განწყობილი. კარგი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად შვილებთან.