15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის კომფორტულ გარემოში. მივლინება ან დაუგეგმავი მგზავრობა გელით. კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ.

ტყუპი

ცვლილებების დღეა და არჩევანის წინაშეც ხშირად დადგებით. სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი შეხვედრა, შემოქმედებითი დებიუტი.

კირჩხიბი

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და მოერიდეთ უსიამოვნებებში ჩარევას. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება. ეცადეთ, მშვიდად და გასაგებად აუხსნათ გარშემო მყოფებს საქმის ვითარება.

ლომი

მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები. მეტი დრო გაატარეთ მშვიდ გარემოში. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. მოერიდეთ მგზავრობას შორ მანძილზე.

ქალწული

სხვა დღისთვის გადადეთ ძვირად ღირებული საყიდლები, ფინანსური ოპერაციების განხორციელება. დაუფიქრებელმა ნაბიჯმა შეიძლება ბევრი თავსატეხი გაგიჩინოთ.

სასწორი

დღეს მეტად ემოციური და მგრძნობიარე ხართ და განსაკუთრებულად რეაგირებთ გარშემო მყოფების კრიტიკაზე. მანდილოსნებმა მეტად გამოავლინეთ ქალურობა, მამაკაცებმა - დახვეწილი მანერები.

მორიელი

ნუ მიაქცევთ ყურადღებას ჭორებსა და მოარულ ხმებს. ეცადეთ, საიდუმლოებები არავის გაუმხილოთ. გადაამოწმეთ უსაფრთხოების ნორმები. თუნდაც, კომპიუტერზე პაროლი გააძლიერეთ.

მშვილდოსანი

მეტი დაკვირვება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. განსაკუთრებით, სამემკვიდრეო და ფინანსურის. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.

თხის რქა

დიპლომატიურად და ყველასთვის გასაგებად ისაუბრეთ და თუ საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ, დაამტკიცეთ თქვენი სიმართლე. კრიტიკის დროსაც კი თავაზიანი და ღიმილიანი უნდა იყოთ.

მერწყული

მცირე შეფერხებებია მოსალოდნელი ურთიერთობისას, მიმოწერისას, მგზავრობისას. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს და ნუ მოცდებით უსიამოვნებებზე.

თევზები

წვრილ-წვრილი საქმეების მოგვარებით იქნები დაკავებული. ეცადეთ არსად დააგვიანოთ. განსაკუთრებით, პაემანზე. საკუთარი გრძნობების გამოხატვა საჩუქრით, ყურადღებით სცადეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით