კურო
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. პირადი ცხოვრება სიურპრიზებით იქნება აღსავსე. ეცადეთ, საქმეებისა და ვალდებულებებისთვისაც გამონახოთ დრო.
ტყუპი
პოზიტიური დღე გელით. ეცადეთ, ისწავლოთ ნეგატიური აზრების დაბლოკვა. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად. საღამოს კარგია შოპინგი საყვარელ ადამიანთან ერთად.
კირჩხიბი
დილიდან პოზიტივით დაიმუხტეთ და ხშირად გაიღიმეთ. საინტერესო შეხვედრებით მდიდარი დღე გელით. საყვარელი ადამიანი ყველა წამოწყებაში დაგეხმარებათ.
ლომი
საქმეები და ვალდებულებები გვერდზე გადადეთ და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. კარგი დღეა გართობისა და დასვენებისთვის. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ საღამოს მოგიწყობთ.
ქალწული
საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრა. იყავით დაკვირვებული. ზოგიერთს გავლენიანი მფარველი გამოუჩნდება. საღამოს ოჯახის წევრები გემრიელობებით გაანებივრეთ.
სასწორი
იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, უნდა გაისარჯოთ. იყავით დაკვირვებული და მობილიზებული. საღამოს მაღაზიებში შეიარეთ სუვენირები შეიძინეთ.
მორიელი
უჩვეულო დღე გელით. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. მშვიდად და დაკვირვებულად დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გამონახეთ დრო და შეეხმიანეთ უფროს ნათესავებს.
მშვილდოსანი
თავგადასავლები და ცხოვრების შეცვლა მოგინდებათ. გულის კარნახით იმოქმედეთ. თუ გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება რჩევისთვის მეგობრებსა და ნათესავებს მიმართეთ.
თხის რქა
გადაღლილი ხართ და ზედმეტად მგრძნობიარე. ნუ დაიტვირთავთ თავს ზედმეტი ვალებულებით, მეტად დაისვენეთ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
მერწყული
გარშემო მყოფებს ყოველთვის სიამოვნებთ თქვენნაირ პოზიტიურ ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ დღევანდელი დღე განმარტოებით, მშვიდ გარემოში გაატარეთ. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
თევზები
სიმართლის თქმასაც ცოდნა უნდა. ეცადეთ, არავინ გაანაწყენოთ თქვენი ნათქვამით. გაუზიარეთ საჭირო ინფორმაცია კოლეგებს, პარტნიორებს. სტაბილურობა გელით პირად ურთიერთობაში.