კურო
ყურადღებით იმოქმედეთ, რათა შეცდომების გამოსწორებაზე დრო არ დაკარგოთ. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. ფულის ფლანგვას.
ტყუპი
მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. უმჯობესია, არ ჩაერიოთ დისკუსიებში. გაერიდეთ უსიამოვნო სიტუაციებს. უმჯობესია, თუ განმარტოებით იმუშავებთ.
კირჩხიბი
კარგი დღეა შეხვედრებისა და საქმეების მოსაგვარებლად. გაგიადვილდებათ ურთიერთობის დარეგულირება საყვარელ ადამიანთან.
ლომი
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. უმჯობესია, დღეს დაისვენოთ, ბუნებაში გაისეირნოთ. შეხვდეთ მეგობრებს. აგრეთვე კარგი დღეა ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის.
ქალწული
ნუ დაკარგავთ დროს უაზრო საუბრებსა და საქმეებზე. უმჯობესია, დილიდანვე შეადგინოთ სამოქმედო გეგმა და შეუდგეთ მუშაობას.
სასწორი
კარგი დღე გელით; გამოგივათ ყველა საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებთ. ამასთანავე, ყველაფრის ერთდროულად შესრულებას ნუ ეცდებით, დაზოგეთ ენერგია.
მორიელი
გადაანაწილეთ მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო საქმეები და ჯერ ძირითადები მოაგვრეთ. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კონფლიქტსა და მათ კრიტიკას.
მშვილდოსანი
სამსახურის საქმეების პარალელურად საოჯახო პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. ახლობლებს შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეთ. ამიტომ, იყავით გულისხმიერი.
თხის რქა
ცოტათი დაძაბული დღე გელით; იმ თვალსაზრისი, რომ ყველაფერი უნდა მოასწროთ, ნებისმიერი დეტალი გადაამოწმოთ. დაგეგმოთ შეხვედრები და გამართოთ საქმიანი მოლაპარკებები.
მერწყული
პრობლემების დასაძლევად და საქმეების მოსაგვრებლად შეეხმიანეთ ძველ მეგობრებს. დახმარება სთხოვეთ ახლობლებს.
თევზები
მაქსიმალურად ყურადღებით იმოქმედეთ, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები. გადაამოწმეთ საკუთარი და კოლეგების მიერ შესრულებული სამუშაო.