15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:48-ზე, მთვარე მშვილდოსანშია

კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. მოერიდეთ ხორციან კერძებს.ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.

ვერძი

იყავით სერიოზული, ახლა არ არის დრო, იყოთ უაზრო და გარისკოთ. სიტუაცია ორაზროვანია, დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებლიან მიდგომას მოითხოვს. იმის ჩვენებით, რომ თქვენ ამის უნარი გაქვთ, არა მხოლოდ მიაღწევთ სასურველ შედეგებს, არამედ დაიმსახურებთ სხვების პატივისცემას და მალე შეძლებთ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას. თქვენ უნდა ენდოთ მხოლოდ მათ, ვის სიმართლეშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ. ადამიანები, რომლებიც დღეს ძალიან ლამაზად გელაპარაკებიან, სწრაფად გაგიცრუებენ იმედებს.

კურო

ნაყოფიერი დღეა. დღის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა რთულ და საინტერესო საქმეს. დადებთ მომგებიან გარიგებებს, შეთანხმდით თანამშრომლობაზე, რომელიც ნაყოფიერი იქნება. თუ ამ დღეს ახალ თანამშრომლებს აიყვანთ, არ ინანებთ. შესაძლებელია მოულოდნელი ამბების მიღება, ინფორმაცია, რომელიც ამაღელვებს და თავსატეხს გამოიწვევს. ცოტა მოგვიანებით გაირკვევა, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ არსებული სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ. სიმშვიდე და სწორი გათვლა რთული სიტუაციიდან თავის დაღწევაში დაეხმარებათ.

ტყუპი

ორაზროვანი დღეა. როგორც ჩანს, გარშემო მყოფები გამოცდიან თქვენს მოთმინებას. არ არის გამორიცხული ჩხუბი, მაგრამ სერიოზული კონფლიქტების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა: ამის თავიდან აცილებას შეეცდებით. კარგი დღეა უჩვეულო სამუშაოს შესასრულებლად. სიახლე სერიოზულად გაიტაცებთ. არ არის გამორიცხული თავბრუდამხვევი საოფისე რომანის დაწყების.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის. თუმცა, ფული გონივრულად ხარჯეთ. პასუხისმგებლობით მიუდექით ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ფინანსებს ან ქონებას. სამსახურში შესაძლებელია წარმატებები. პირად ურთიერთობებშიც ჰარმონიაა. ჩვეულებრივზე მეტად ოჯახის წევრებს თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ.

ლომი

თქვენ რისკავთ გახდეთ მავნე ხუმრობების, საყვედურებისა ან პრეტენზიების სამიზნე. ზოგიერთს დიდი ხნის წინ დაშვებულ შეცდომებს შეგახსენებენ. შუადღე კარგია საქმიანი მოლაპარაკებებისა და გარიგებებისთვის. საღამო შეეფერება გართობას ოჯახურ გარემოში.

ქალწული

შეეცადეთ არ გარისკოთ, ახლა არ არის ბედის ცდუნების დრო. სიფრთხილე, გაწონასწორებულობა და გააზრებული გადაწყვეტილებები საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ თქვენს მიზნებს ზედმეტი დანაკარგების გარეშე. შეიძლება თავი შეგახსენონ კონკურენტებმა, გასცემთ მათ ღირსეულ პასუხს, მაგრამ იგრძნობთ, რომ უკვე ძალიან დაიღალეთ უაზრო დაპირისპირებით. ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საყვარელი ადამიანების ემოციური მხარდაჭერა. გულწრფელი საუბარი ხელს შეუწყობს სიმშვიდის აღდგენას.

სასწორი

არ არის გამორიცხული წვრილმანი ჩხუბი და უთანხმოება, განსაკუთრებით სამსახურში. თუ ამ დღეს მიიღებთ გადაწყვეტილებებს ფინანსებთან ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, გაიარეთ კონსულტაცია იმ ადამიანებთან, რომლებსაც ენდობით, შესაძლოა რაიმე მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ. დღის მეორე ნახევარი დასვენებას უნდა დაუთმოთ. ნებისმიერი გადატვირთვა არასასურველია, ამიტომ უმჯობესია გადადოთ დამქანცველი ვარჯიში.

მორიელი

მოგეცემათ შესაძლებლობა მოაგვაროთ რამდენიმე პრობლემა, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ. თქვენ უნდა იმოქმედოთ სწრაფად, არავის მისცეთ საშუალება, რომ ყურადღება გაგიფანტოთ, შეცდომაში შეგიყვანოთ. უმჯობესია დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დღის განმავლობაში, რადგან ეს დრო საუკეთესოა დისკუსიებისთვის. საღამოსკენ საქმიანი აქტივობა შემცირდება და დასვენების საჭიროება იქნება. უმჯობესია მოერიდოთ კონტაქტს უცნობ ადამიანებთან, ასევე მათთან, ვისაც ორაზროვანი ხუმრობებით ან კრიტიკული შენიშვნებით ხშირად გამოჰყავხართ წონასწორობიდან.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა მივლინებისთვის. ახალ გარემოში იგრძნობთ ძალისა და ენერგიის მოზღვავებას; სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენთ გარშემო მყოფებზე. შესაძლოა საოფისე რომანის დაწყება. კარგ ამბებს ელოდეთ ოჯახის წევრებისგან. ზოგიერთს გექნებათ კარგი მიზეზი ცხოვრების წესის შესაცვლელად, ცუდი ჩვევებისგან თავის დანებებისთვის. შესაძლებელია ფულის ხარჯვა, წარმატებული შესყიდვები.

თხის რქა

ამ დღეს მიცემული ნებისმიერი დაპირება უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეპუტაცია დაზარალდება. არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა, რომლებმაც ადრე გაწყენინეს, შეუძლიათ ისევ შეგახსენონ თავი. მოგვიწევთ თქვენი ინტერესების დაცვა, ზოგჯერ საკმაოდ მკაცრად. ხელსაყრელი დღეა შესყიდვებისთვის, შეგიძლიათ შეიძინოთ საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის ან ნივთები, რომლებსაც ოჯახის ყველა წევრი გამოიყენებს.

მერწყული

გულწრფელი საუბრების დღეა, რაც ყოველთვის არაა სასიამოვნო. თქვენ უნდა აღიაროთ პრობლემების არსებობა, რომლებსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით და იფიქროთ მათ მოგავრებაზე. ბევრ მერწყულს ახალი პროფესიული მოვალეობები დაგემატებათ. შეიძლება ზეგანაკვეთური სამუშაო შესრულებამაც მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელით. იქნება შესაძლებლობა მოინახულოთ მეგობრები და გაერთოთ. შეგიძლიათ შეიძინოთ უჩვეულო, თუნდაც ექსტრავაგანტული ნივთები.

თევზები

იღბალი თქვენს მხარეზეა და თუ გონივრულად იმოქმედებთ, დიდ შედეგებს მიაღწევთ. უპირველეს ყოვლისა, საქმე ეხება სამუშაოს, არის შანსი, რომ მნიშვნელოვან კარიერულ ზრდას მიაღწიოთ. ადვილად გამონახავთ საერთო ენას კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან, შეგიძლიათ შეთანხმდეთ ზოგიერთი საერთო იდეის ერთობლივ განხორციელებაზე. საღამოს შესაძლებელია მოულოდნელი ვიზიტები, შესაძლებელია სტუმრები დიდხანს დარჩნენ თქვენთან.