სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 22:47-ზე, მთვარე ლომშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
ვერძი: დაისახეთ კონკრეტული მიზანი და ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყეთ მისი განხორციელება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მათთან, ვისი აზრიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
კურო: იყავით ღიმილიანი და დიპლომატიური საქმიანი პარტნიორების მიმართ; არ გაწყვიტოთ მათთან კავშირი. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას.
ტყუპი: ზოგიერთმა შეიძლება სახლიდან მუშაობა გადაწყვიტოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, მის მიმართ აგრესიულობასა და სარკაზმს არ გირჩევთ.
კირჩხიბი: შეამცირეთ დატვირთვა სამსახურში. მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. ზოგიერთ მეგობართან შეიძლება გაწყვიტოთ ურთიერთობა. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.
ლომი: შეადგინეთ დღევანდელი დღის განრიგი, ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, მოიცილეთ მავნე ჩვევები.
ქალწული: ნუ მოექცევით ჩარჩოებსა და გრაფიკში, თავისუფლად მოქმედება უფრო კარგ შედეგს მოგიტნათ. საღამოს არ გაართულოთ დამოკიდებულება ნათესავებთან.
სასწორი: საქმიანი შეხვედრების დროს მშვიდად მოაგვარეთ რთული საკითხები. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
მორიელი: დილით შეხვდით საქმიან პარტნიორებს, განიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები. საღამოს გელოდებათ ახლობლებთან შეხვედრა, საჩუქრები და სიურპრიზები.
მშვილდოსანი: მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას და უფრო მეტიც, მათთან საქმიანობას. არ ჩაერთოთ სარისკო ქმედებებში. ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, სანამ კონსულტაციას არ გაივლით სპეციალისტთან.
თხის რქა: გაგიმძაფრდებათ ინტერესი უცხო ქვეყნებისა და კულტურისადმი. ნუ ეტყვით დახმარებაზე უარს ახლობლებს, დაეხმარეთ მათ მატერიალურად. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით.
მერწყული: უფროსის მითითებები და თქვენი ვალდებულებები პატიოსნად შეასრულეთ. იყავით მომართული პოზიტივზე; მოერიდეთ გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას.
თევზები: საინტერესო ადამიანებთან მოგიწევთ შეხვედრა, დისკუსიაში ჩართვა და მსჯელობა. საღამოს შეეხმიანეთ უცხოეთში მცხოვრებ ახლობლებს. საუბარში შეიძლება ახალი იდეები დაგებადოთ.