კურო
გარშემო მყოფთა პრობლემების, მათი საქმეების მოგვარება მოგიწევთ. მართალია, ცოტათი დაიღლებით, მაგრამ გამოცდილებასაც მიიღებთ და ავტორიტეტსაც აიმაღლებთ.
ტყუპი
შეუსრულებელი დაპირების გამო საყვარელი ადამიანი ან მეგობარი შეიძლება სერიოზულად გაგინაწყენდეთ. სიტუაცია იუმორით განმუხტეთ და შეძლებისდაგვარად აასრულეთ დანაპირები.
კირჩხიბი
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, მომავალი კვირის ბიუჯეტის დასაგეგმავად. ზუსტად გეცოდინებათ, რა თანხის მფლობელი ხართ და რაზე შეგიძლიათ მისი დახარჯვა.
ლომი
დღეს ახლობლებს უნდა დაეხმაროთ; ზოგს მორალურად, ზოგს – მატერიალურად. ეცადეთ მეტად გულისხმიერი იყოთ მათი თხოვნების მიმართ.
ქალწული
დღეს სხვებზე წინ საკუთარი ინტერესები უნდა დააყენოთ და ისე იმოქმედოთ, როგორც თავად ჩათვლით საჭიროდ. ოჯახური საკითხები კი პარტნიორთან ერთად განიხილეთ.
სასწორი
მეგობრები ან მხიარულ წვეულებაზე მიგიპატიჟებენ, ან ქორწილში, ან ნათლობაში. საინტერესო ადამიანების გაცნობა და დროის სასიამოვნოდ გატარება გელით.
მორიელი
დილით საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მიიღებთ, რაც საქმეების უკეთ წარმართვაში დაგეხმარებათ. აგრეთვე, დაეხმარეთ გარშემო მყოფებს და მათი თქვენდამი პატივისცემაც მოიმატებს.
მშვილდოსანი
დღის პირველი ნახევარი საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ; საღამო კი მეგობრებთან ერთად მხიარულებას. გახსოვდეთ, თქვენზე კარგად წვეულების ორგანიზებას ვერავინ შეძლებს.
თხის რქა
მოერიდეთ ხმაურიან თავყრილობებს. უფრო მეტიც, ნუ ჩაერევით გარშემო მყოფთა ურთიერთობაში, კამათში. უმჯობესია, ეს დღე ქალაქგარეთ, მშვიდ გარემოში გაატაროთ.
მერწყული
საქმეებით დატვირთული დღე გელით, მაგრამ დაღლილობის ნაცვლად თითოეული საქმის დასრულება სიამოვნებას მოგანიჭებთ. საყიდლებზე მეგობრებთან ერთად გაემგზავრეთ.
თევზები
დღევანდელ დღეს შეიძლება "კულინარიული" ვუწოდოთ. ან თავად დააგემოვნებთ ეგზოტიკურ კერძებს, ან მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის მოამზადებთ გემრიელობებს.