კურო
ურთიერთობების, საქმიანი შეხვედრების დღეა. გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი, რაც გემრიელია, მავნეა. კარგი დღეა ვარჯიშის დასაწყებად. თქვენი პოზიტივი ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც გაუზიარეთ.
ტყუპი
სამსახურის საქმეებში წარმატება თქვენს მონდომებასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული. უფროსი თქვენი მოთხოვნებისადმი გულისხმიერია, სთხოვეთ, რაც გსურთ.
კირჩხიბი
წარმატებული დღე გელით. კოლეგებისა და ახლობლებისგან შექება გელით. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ ვახშამზე ოცნებობს. გაანებივრეთ მზრუნველობითა და სიყვარულით.
ლომი
სამსახურის საქმეები დაკვირვებულად შეასრულეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. საღამოს ქათინაურები და შექება გელით.
ქალწული
დილიდან მოგეჩვენებათ, რომ გარშემო მყოფები თქვენ მიმართ მზრუნველობას იჩენენ. იყავით მადლიერი მათ მიმართ, მეტად გაიღიმეთ. დღეს ყველას დასჭირდება თქვენი დახმარება საყვარელი ადამიანი არ აეჭვიანოთ.
სასწორი
დღეს უამრავ სასარგებლო საქმეს გააკეთებს, წარმატებას მიაღწევთ. კოლეგების რჩევებს ყური დაუგდეთ. პირად ცხოვრებაში იდეალურად გაქვთ, საყვარელი ადამიანი გულს გადაგიშლით.
მორიელი
შეხვედრებით დატვირთული დღე გელით, საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. ოჯახის წევრებს მზრუნველობას ნუ მოაკლებთ, შეუსრულეთ დანაპირები. საღამოს მხიარულება და სიურპრიზი გელით.
მშვილდოსანი
საქმიანი შეხვედრები და მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დანიშნეთ. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა და დროის მხიარულ გარემოში გატარება გელით.
თხის რქა
ავანტიურითა და სასაცილო თავგადასავლებით მდიდარი დღე გელით. თუმცა, ჯერ ვალდებულებები და საქმეები მოაგვარეთ და მხიარულება დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ.
მერწყული
”ბუზს სპილოდ” ნუ გადააქცევთ, გამოცდილი მეგობრების დახმარებით ყველა უსიამოვნებისგან დააღწევთ თავს. ოჯახის წევრები რთულ სიტუაციაში არ მიგატოვებენ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გააუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
თევზები
დღეს ვერაფერი გაგიფუჭებთ განწყობას. ენერგიული და ხალისიანი ხართ. სამსახურის საქმეების მოგვარების შემდეგ ნათესავებს შეეხმიანეთ, ესტუმრეთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ.