შაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 20:39-ზე, მთვარე 20:12-ზე ესტუმრება კირჩხიბს
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას.
ვერძი: იყავით დიპლომატიური და მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ. შეთანხმებულად მოაგვარეთ საჭირბოროტო საკითხები.
კურო: დაუთმეთ დრო საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულებას, უძრავი ქონების ზამთრისთვის მოწესრიგებას. ზამთრისთვის მარაგის მოგროვებას.
ტყუპი: დილით დაისვენეთ და გამოიძინეთ. მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. გამონახეთ დრო ფლირტისა და რომანტიკისთვის.
კირჩხიბი: დღევანდელი დღე ოჯახის წევრების გვერდით გაატარეთ, მათგან მზრუნველობას და სითბოს მიიღებთ. შეეხმიანეთ, ნათესავებს, ვისთანაც ადრე უთანხმოება გქონდათ.
ლომი: დასვენების დღის მიუხედავად მუშაობა მაინც მოგიწევთ. დაწყებული პროექტების დასრულების დროა. მიიღებთ სასურველ შედეგს, თუ კარგად იმუშავებთ; იყავით დაკვირვებული.
ქალწული: მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობის გაუმჯობესებას საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან. იზრუნეთ ბინის ზამთრისთვის მომზადებაზე, პროდუქტების მომარაგებაზე.
სასწორი: გადადეთ ყველა საქმე და ვალდებულება, საყვარელ ადამიანებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ; მოაწყვეთ პიკნიკი და იმხიარულეთ.
მორიელი: იზრუნეთ ძალების აღდგენაზე, მეტად დაისვენეთ, ისეირნეთ და მხოლოდ სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტეთ.
მშვილდოსანი: დაისვენეთ, გამოიძინეთ, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრეთელობაზე. მოერიდეთ ვირუსული ინფექციის გამავრცელებელ ადამიანებთან კონტაქტს.
თხის რქა: დღეს განსაკუთებული მისია გაკისრიათ - ერთმანეთზე განაწყენებული ადამიანები უნდა შეარიგოთ. წვეულებაზე საყვარელ ადამიანთან ერთად წადით, თუ უსიამოვნება არ გსურთ.
მერწყული: მოაწესრიგეთ ურთიერთობა ნათესავებთან, შვილებთან. იყავით მეტად მზრუნველი მათზე. ყურადღება გმართებთ შორ მანძილზე მოგზაურობისას, პირად ნივთებთან.
თევზები: მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. გამონახეთ დრო სწავლისა და მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გამგზავრებისთვის.