15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

გაფრთხილდით, არავინ ჩაგითრიოთ დისკუსიაში ან საიდუმლო ინფორმაცია არ გამოგტყუოთ. აგრეთვე, მოერიდეთ უცხოებთან შეკამათებას.

ტყუპი

უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი, მაგრამ ან გადაღლილი ხართ, ან უბრალოდ გეზარებათ მუშაობა. გარშემო მყოფები რომ არ აგიჯანყდნენ, სიტუაცია იუმორით განმუხტეთ.

კირჩხიბი

თუ საკუთრ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, იბრძოლეთ გამარჯვებამდე. გარშემო მყოფების დახმარების იმედი ნუ გექნებათ, პირიქით, მათ შეიძლება ხელიც კი შეგიშალონ.

ლომი

დასახულ მიზნებს იმაზე ადრე მიაღწევთ, ვიდრე ვარაუდობდით. თუმცა, გარშემო მყოფების დახმარების გარეშე მოქმედება გაგიძნელდებათ და ეცადეთ, გამოცდილი ადამიანები შემოიკრიბოთ.

ქალწული

საქმეების მოგვარებას მშვიდად და უღრუბლოდ ვერ შეძლებთ. მოსალოდნელია უმნიშვნელო წარუმატებლობები, მცირე კამათი და გაღიზიანება.

სასწორი

საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ, თუ სიზარმაცეს დაძლევთ. ახალ პროქტებზე მუშაობისას მაქსიმალურად მობილიზებული და ყურადღებიანი უნდა იყოთ.

მორიელი

არც გარშემო მყოფებთან დაგეძაბებათ ურთიერთობა და არც საყვარელ ადამიანთან, თუ საკუთარ შეცდომებს აღიარებთ და მათ გამოსწორებას, მათი ინტერესების გათვალისწინებით, შეეცდებით.

მშვილდოსანი

დილიდანვე ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. დღეს დაგეგმილი საქმეების მოგვარება-დასრულება არ გაგიჭირდებათ. უფრო მეტიც, სამომავლო გეგმების დასახვასაც შეძლებთ.

თხის რქა

გულის კარნახითა და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. არავის გაუწიოთ ანგარიში და არავითარ შემთხვევაში უარი არ თქვათ საკუთარი სურვილების ასრულებაზე.

მერწყული

სამსახურის საქმეების პარალელურად საოჯახო საქმეების მოგვარებაც მოგიწევთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებისთვის სიმყუდროვის შექმნას; მათთვის გემრიელი კერძის ან დესერტის მომზადებას.

თევზები

დღეს სწრაფად და ხარისხიანად უნდა იმუშაოთ. კარგი დღეა იდეების რეალიზებისთვის, მაგრამ ეცადეთ, თქვენმა ქმედებებმა გარშემო მყოფებს საფრთხე არ შეუქმნას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით