ავტორი:

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 21:18-ზე, მთვარე კუროშია

ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.

ვერძი: კარგად დააკვირდით გარშემო მყოფების ქცევებს. ზოგიერთი შეიძლება არ გამოდგეს საიმედო, ზოგმა კი თავი სხვა ადამიანად მოგაჩვენოთ. ნუ ენდობით სხვების ნათქვამს. ზოგიერთს კარდინალური ცვლილებები მოგინდებათ.

კურო: ახალი საქმიანი პარტნიორების მიმართ იყავით დაკვირვებული. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ნუ დაელოდებით სხვებს, თავად გამოავლინეთ ინიციატივა სიტუაციის გამოსასწორებლად.

ტყუპი: საინტერესო შეხვედრები დღეა - საქმიანიც და რომანტიკულიც. პროფესიული საქმეები დიდ დაკვირვებას მოითხოვს. გადაამოწმეთ უმნიშვნელო დეტალიც კი. ფლირტით დაწყებული ურთიერთობა შეიძლება დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს.

კირჩხიბი: მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი თავის განვითარებას, მიმართეთ დახმარებისთვის გავლენიან პირებს, საყვარელ ადამიანს. საღამოს საოჯახო ვალდებულებები გექნებათ შესასრულებელი.

ლომი: უმჯობესია, ახალი საქმეები არ დაიწყოთ და მეტი ყურადღება მიაქციოთ უკვე დაწყებულების დასრულებას, იყავით დაკვირვებული ახალი ინფორმაციებისადმი. მიუბრუნდით სწავლას.

ქალწული: გააცანით თქვენი იდეები გავლენიან ადამიანებს, უფროსობას. მაგრამ მათ დაწყებას ჯერ არ გირჩევთ, უკეთეს დროს დაელოდეთ. საუკეთესო დღეა კარიერული წინსვლისთვის.

სასწორი: მშვიდი საქმეები შეასრულეთ. ნუ გამოვლენთ ინიციატივას და ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. გაიხსენეთ ძველი ჰობი, საქმე, რომელიც მიატოვეთ და რომელიც ადრე სიამოვნებას განიჭებდათ.

მორიელი: ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, სანამ გავლენიან და მცოდნე ადამიანებთან არ გაივლით კონსულტაციას. კარგად გათვალეთ თითოეული ნაბიჯი, დაიზღვიეთ თავი უსიამოვნებისგან.

მშვილდოსანი: გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა და მიმდინარე საკითხების განხილვა გელოდებათ. იყავით დიპლომატიური გარშემო მყოფების მიმართ. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელოდებათ.

თხის რქა: კარგი დღეა პროფესიული განვითარებისთვის. მიუბრუნდებით ძველ საქმეებს, სწავლას. დაგროვილი პრობლემები დაკვირვებით მოაგვარეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად მყუდრო გარემოში გაატარეთ.

მერწყული: რუტინული ვალდებულებების მოგვარება მოგიწევთ. დაკვირვებით დაასრულეთ და მოაწესრიგეთ. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. უმჯობესია საღამოს ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატაროთ.

თევზები: აკონტროლეთ ემოციები, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ფინანსური საკითხები და დოკუმენტები დაკვირვებით მოაგვარეთ. მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.