კურო - ახლობლებთან შეხვედრის დღეა. მოამზადეთ სადღესასწაულო სუფრა და იმხიარულეთ.
ტყუპი - დღეს თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. გაიუმჯობესეთ განწყობა და და ჰარმონია დაისადგურებს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაშიც.
კირჩხიბი - გარშემო მყოფების გავლენის ქვეშ მოექცევით. ზოგიერთთან ურთიერთობამ შეიძლება ენერგია გამოგაცალოთ.
ლომი - რომანტიკული შეხვედრა ჰარმონიულად ჩაივლის. საყვარელ ადამიანს გულახდილად გამოუტყდით გრძნობებში.
ქალწული - ძიების დღეა: ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია ან სასწავლო კურსები. აჩქარებით შეიძლება შეცდომები დაუშვათ.
სასწორი - ნუ ჩაერევით გარშემო მყოფების საქმეებში. მათ თავად უნდა გადაწყვიტონ როგორ მოიქცნენ და როგორ იცხოვრონ.
მორიელი - სირთულეებთან ბრძოლა აზარტს შეგმატებთ. ოჯახის წევრებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.
მშვილდოსანი - ახალგაცნობილებთან შეიძლება ან ახალი საქმეები წამოიწოთ ან რომანტიკული ურთიერთობა გააბათ. მეტად ჩაებით სოციალურ ცხოვრებაში.
თხის რქა - დილიდან პოზიტიური ენერგიით დაიმუხტეთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. გარშემო მყოფებს დანაპირები აუსრულეთ.
მერწყული - სერიოზული საქმეებით ნუ დაიტვირთავთ თავს. უმჯობესია, დღეს ქალაქგარეთ დაისვენოთ.
თევზები - დაუკვირდით ახლობლების ნათქვამს. შეგიძლიათ რჩევაც იკითხოთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხეზე.