კურო
მეუღლესთან ურთიერთობა დიპლომატიურად მოაგვარეთ. შეიძლება ითქვას, რომ არა ძლიერი სექსუალური ლტოლვა, ერთმანეთს დიდი ხნის წინ დაშორდებოდით.
ტყუპი
დღეს მოწოდების სიმაღლეზე იქნებით – სრულად გამოავლენთ საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს. ხელოვანმა ტყუპმა ემოციები შემოქმედებაში უნდა გადაიტანოთ.
კირჩხიბი
საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს. ნუ აჰყვებით ემოციებს. ყველაფერი ცივი გონებით განსაჯეთ.
ლომი
უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. გაარკვიეთ ურთიერთობა თქვენს პარტნიორთან. გარშემო მყოფების გადამეტებული კომპლომენტების გამო შეიძლება უხერხეულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.
ქალწული
კარგი პერიოდია ლექციებზე, სემინარებსა და საგანმანათლებლო კურსებზე ჩასაწერად. მეტად იაქტიურეთ, შეხვდით მეგობრებს, იყავით საქმის კურსში.
სასწორი
მოსალოდნელია მძაფრი განცდები, ეჭვიანობის სცენები, ფინანსური დანაკარგი. პაემანი ან წვეულება სიურპრიზების გარეშე არ ჩაივლის. შეიძლება პარტნიორთან დაგეძაბოთ ურთიერთობა.
მორიელი
ეჭვიანობა და მესაკუთრეობა კარგს არაფერს მოგიტანთ. საყვარელ ადამიანს ხანდახან მაინც უნდა მიანიჭოთ თავისუფლება. თავად კი მის გარეშე მოაგვარეთ პრობლემები.
მშვილდოსანი
დილით მოულოდნელი მგზავრობა ან სტუმრობა გელით. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.
თხის რქა
დააფასეთ ის, რაც გაქვთ. და რაც მთავარია, ნუ გაუყადრებთ თავს უღირს ადამიანებს.
მერწყული
უმნიშვნელო საუბრები და შეხვედრები გელით. შეყვარებული მერწყულები სიყვარულის გამო შეიძლებს რისკზე წავიდნენ და გმირობებიც ჩაიდინონ.
თევზები
ყურადღება მიაქციეთ სხვათა აზრს. უმნიშვნელო საკითხებს გადაუჭრელ პრობლემად ნუ აქცევთ.