15 თებერვალს დაბადებული ადამიანები ახერხებენ ფრთები შეასხან გრანდიოზულ პროექტებს

15 თებერვალს დაბადებული ადამიანები ახერხებენ ფრთები შეასხან გრანდიოზულ პროექტებს

თებერვალი (ლათ. Februarius — განწმენდა) არის გრიგორიანული კალენდრის მეორე თვე. სახელი ამ თვეს მიწისქვეშა სამეფოს რომაული ღვთაების მიხედვით ეწოდა. იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.

თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცა, ეს ორი ნიშანი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.

  • როგორია 15 თებერვალს დაბადებული ადამიანი

15 თებერვალს დაბადებული ადამიანები კრეატიული აზროვნებით, ორიგინალურობითა და ქარიზმით არიან გამორჩეულნი. მათ უმრავლესობას გააჩნია შემოქმედებითი ნიჭი და ხშირად სწორედ ისინი ახერხებენ რეალობაში ფრთები შეასხან გასაოცარ, გრანდიოზულ პროექტებს, რომლის განხორციელებაზეც სხვები ოცნებასაც კი ვერასოდეს გაბედავდნენ. თუმცა, თვისება, წინასწარ დააწყონ გეგმები და ბევრი ისაუბრონ მომავალზე, ხშირად ხდება ამ ადამიანების გარშემო მოშურნეთა გამრავლების მიზეზი.