ავტორი:

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 05:37-ზე, მთვარე მშვილდოსანშია

ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, - აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გადატვირთოთ კუჭი. არ მიირთვათ ცხიმიან საკვები. სუსტი წერტილია ყურები: მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.

ვერძი

ემოციური დაძაბულობა აისახება გარშემო მყოფებთან ურთიერთობაზე. განსაკუთრებით მკაცრად უპასუხებთ მათ, ვინც ეჭვქვეშ აყენებს თქვენს პროფესიულ უნარებს ან გავლენას ახდენს თქვენს პირად ინტერესებზე. შეეცადეთ არ იყოთ უხეში და აკონტროლოთ თქვენი ემოციები, წინააღმდეგ შემთხვევაში მალე ინანებთ ნათქვამს.

კურო

დღეს თქვენ წინაშე საინტერესო პროფესიული შესაძლებლობები გადაიშლება, მაგრამ სანამ მათ გამოიყენებთ, შეაფასეთ თქვენი რესურსები და სიტუაცია, რომელშიც ახლა ხართ. თუ არ გაქვთ საკმარისი ძალა, მაშინ არ უნდა დაიწყოთ ბიზნესი: თქვენ ვერ შეძლებთ მას სასურველ შედეგამდე მიიყვანოთ.

ტყუპი

დღესვე უნდა გაუმკლავდეთ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლიან თქვენს წინსვლას. თუ ხედავთ კოლეგების ან პარტნიორების არასწორ სვლებს, დაეხმარეთ მათ. ახლობლებთან უფრო თავაზიანი და პოზიტიური უნდა იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობა შეიძლება დაზარალდეს.

კირჩხიბი

არ მოახდინო სიტუაციის დრამატიზაცია, თუნდაც ის ძალიან სერიოზულად მოგეჩვენოთ. დღეს ბუზიდან სპილოს გადაქცევა მოგინდებათ და იდარდებთ იმაზეც, რაც ჯერ არ მომხდარა. თუ მოხდა რაიმე ცვლილება, შეეცადეთ იპოვოთ ამაში დადებითი და ისარგებლოთ.

ლომი

ემოციური დღეა. სამსახურებრივი და პირადი პრობლემების გამო მუდმივად ნერვიულობთ. ნუ გაამწვავებთ სიტუაციას, შეუდექით მუშაობას, დაიტვირთეთ საქმეებით და განწყობა გაგიუმჯობესდებათ.

ქალწული

დღეს უნდა გაუმკლავდეთ რთულ საკითხებს. სამსახურში სირთულეებისა და დაბრკოლებების გადალახვით, თქვენ აიმაღლებთ თვითშეფასებას და აირჩევთ პრობლემის გადაჭრის სწორ გზას. ასევე ამ პროცესში გექნებათ ახალი უჩვეულო იდეები, რომლებიც მომავალში ხელშესახებ შემოსავალს მოიტანს.

სასწორი

დღეს შესაძლოა ცუდი განწყობა იყოს მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ან სამსახურში არსებული უსიამოვნებებისა და კონფლიქტების გამო. სასარგებლოა იმის გააზრება, თუ სად იყო შეცდომები ან როგორ შეიძლება მათი გამოსწორება. ენერგია ახლა მაღალ დონეზეა, ასე რომ თქვენ სწრაფად შეძლებთ სიტუაციაში გარკვევას.

მორიელი

თქვენთვის დამახასიათებელი იქნება ყველაფრის გაკონტროლების სურვილი, რაც ირგვლივ ხდება, მაგრამ ძნელია აკონტროლოთ ყველა და ყველაფერი. შეეცადეთ გამოყოთ მთავარი დღევანდელი დღისთვის და კონცენტრირდეთ ერთ საქმეზე.

მშვილდოსანი

ჩაერთეთ მშვიდ და რუტინულ სამუშაოზე, ნუ მისცემთ საშუალებას, რომ რაც ხდება თქვენ გარშემო, გაგაბრაზოთ ან ემოციური აშლილობა გამოიწვიოს. გონებრივად დამშვიდდით, შეძლებისდაგვარად შეასრულეთ ფიზიკური სამუშაო. გარემოებებთან ადაპტაცია უნდა მოახდინოთ.

თხის რქა

საქმეები და პროექტები, რომლებზეც ამ ბოლო დროს მუშაობდით, დასასრულს უახლოვდება და მათ დასასრულებლად ცოტა მეტი ძალისხმევა გჭირდებათ. შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა, მაგრამ არ დანებდეთ შუა გზაზე.

მერწყული

გარშემო მყოფები მუდმივად გაგიფანტავენ ყურადღებას და ძალიან რთულია სამუშაოზე კონცენტრირება. უნდა იპოვოთ ინდივიდუალური სამუშაო ან შეზღუდოთ კონტაქტები, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე დაუმთავრებელი დაგრჩებათ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

თევზები

ეგოისტურმა დამოკიდებულებამ სხვების მიმართ შეიძლება გააფუჭოს თქვენი ურთიერთობა ბევრ ადამიანთან, როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. ნუ გარისკავთ დღეს, ნუ მიიღებთ საეჭვო შეთავაზებებს. საღამოს გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან, ეს დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში.