კურო
მაქსიმალურად დაზოგეთ ენერგია, მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
ტყუპი
თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები გამოჩნდებიან. მშვიდად დააკვირდით და გაანალიზეთ ყველაფერი. დღეს ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, მნიშვნელოვაბი გადაწყვეტილებების მიღებას.
კირჩხიბი
მაქსიმალურად მშვიდად და გააზრებულად იმოქმედეთ. აკონტროლეთ ემოციები, ხშირად დაისვენეთ. ცურვა და წყალთან ურთიერთობა დაგამშვიდებთ.
ლომი
ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი, ჯიუტი და ამაყი. მშვიდი საქმეები აკეთეთ. შეეხმიანეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებს. მეგობრებს, რომლებთან ერთადაც იმხიარულებთ, მაგრამ ზომიერად და უსაფრთხოდ.
ქალწული
გადახედეთ გეგმებს, საქმეებს, ურთიერთობებს, შეიტანეთ კორექტივები, მაგრამ არა მკვეთრი ცვლილებები. ნუ აჰყვებით პროვოკაციებსა და თავგადასავლებშიც ნუ გადავარდებით.
სასწორი
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სხვა დღისთვის გადადეთ ოპერაცია, მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმეები. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან.
მორიელი
ისეთი საქმე აკეთეთ, რომელიც დაძაბულობას მოგიხსნით. მშვიდად მოაგვარეთ მარტივი საოჯახო საქმეები. გაერთეთ ბავშვებთან ერთად. არაფერი მნიშვნელოვანი და საჩქარო დღეს არ დაგეგმოთ.
მშვილდოსანი
თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები გამოჩნდებიან, ახალ პერსპექტივებს დაგისახავენ, მაგრამ მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას.
თხის რქა
რთული და დაძაბული დღეა. მოერიდეთ ნეგატივს, უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას. მეტი დრო დაუთმეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
მერწყული
სხვა დღისთვის გადადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ალკოჰოლურ სასმელს, აალებად საგნებს.
თევზები
იყავით მეტად დისციპლინირებული და მობილიზებული. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრას. საღამო ბავშვებთან და უფროს ნათესავებთან ერთად გაატარეთ.