16-18 აპრილი - მთვარე ლომშია

16-18 აპრილი - მთვარე ლომშია

მთვარე ლომში გადავიდა 16 აპრილის 06:25-ზე და დარჩება 18 აპრილის 18:12-მდე

  • აქტიურია ცეცხლის სტიქია.
  • მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების, ფლირტის სურვილი, არტისტულობა.
  • უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება.
  • გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მიირთვით კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.
  • კარგია ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები.
  • ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება (თუ ალერგია არ გაქვთ).
  • ახლა მთვარე მზარდია და შეგიძლიათ თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.
  • ცუდია ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა. მარილიანი პროდუქტების ჭამა.
  • მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
  • გადადეთ ოპერაციები გულსა და ზურგზე.
  • კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
  • გაამდიდრეთ რაციონი ჩირით, მწვანილეულით.
  • შეალამაზეთ მცენარეები, მოაჭერით ზედმეტი ტოტები და ფოთლები.
  • შეასხურეთ მავნებლების გამანადგურებელი სითხე.
  • ოთახები თქვენი გემოვნებით გაახალისეთ, გადაადგილეთ ავეჯი, შინ შემოქმედებითი გარემო შექმენით. მეტად მორთეთ და გაამდიდრეთ ინტერიერი.
  • მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული, წვეულება.