კვირის მთავარი მოვლენა მზის გადასვლაა კირჩხიბის ზოდიაქოში, სადაც უკვე იმყოფება დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი. ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს საიტზე . გვაქვს დაძაბული დღეებიც, რომლებიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს:
17 ივნისს აგრესიული და ცეცხლოვანი მარსი ქალწულში გადადის . რაციონალური მოქმედება, მეთოდურობა და დეტალებისადმი ყურადღება გახდება მთავარი. ყურადღება გამახვილებულია დეტალებზე, ჯანმრთელობაზე, მუშაობაზე. საჭიროა ნაკლები დრამა და მეტი ანალიზი, რაც ნიშნავს, რომ ცხოვრება ორგანიზებულად უნდა მიმდინარეობდეს. კარგი დროა პროფილაქტიკური ზომების მისაღებად, ვარჯიშის ან მკურნალობის კურსის დასაწყებად.
21 ივნისს მზე გადავა კირჩხიბში და ამ დღეს არის ზაფხულის მზებუდობა. ძლიერი განახლების, ემოციური დღეა. აკონტროლეთ ყველაფერი და შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რაც არ უნდა ხდებოდეს. ენერგიები უფრო რბილი, ღრმა და მგრძნობიარე ხდება. კირჩხიბში გადასული მზე ამახვილებს ყურადღებას ოჯახზე, სახლზე, ფესვებზე, ტრადიციებზე, გრძნობებსა და შინაგან უსაფრთხოებაზე.
22-23 ივნისს მზე დაძაბულ ასპექტებშია სატურნთან და ნეპტუნთან: მნიშვნელოვანია, არ აჰყვეთ ილუზიებს და მიჰყვეთ რეალურ მიზნებს. ამ დღეებმა შეიძლება მოიტანოს განსაცდელი, იმედგაცრუება, თუმცა, ასევე შეიძლება რაღაც სამუდამოდ გაქრეს, მაგრამ ეს ასევე გააჩენს ადგილს რაღაც ახლისთვის.
ბედნიერ კვირას გისურვებთ!