16 აგვისტოს დაბადებული ადამიანი გარშემო მყოფთა სიმპათიას და ნდობის იოლად მოიპოვებს

16 აგვისტოს დაბადებული ადამიანი გარშემო მყოფთა სიმპათიას და ნდობის იოლად მოიპოვებს

აგვისტო ძველად (ლათ. Augustus) განსაკუთრებულ, სხვა თვეებს შორის ზეაღმატებულ, სამეფო თვედ ითვლებოდა. სახელი კი მას იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად ეწოდა. აგვისტო ზაფხულის ბოლო თვეა და ერთ-ერთია იმ შვიდ თვეს შორის, რომელიც 161 რიცხვით გადის. ძველად ამბობდნენ, "რასაც აგვისტო ამზადებს, სექტემბერი იმით სუფრას გაშლისო". ამიტომ შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ აგვისტოს თვეში აკეთებს განვლილი წლის "აღწერას" და სექტემბერს ახლებური ენერგიით ეგებება. ასტროლოგიურად აგვისტოს თვე, ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – ლომსა და ქალწულს აერთიანებს. ლომის სიფიცხე და ექსპანსიურობა, ქალწულის პრაგმატულ აზროვნებასთან და გაწონასწორებულ ხასიათთან სრულ დისონანსს ქმნის. თუმცა, ხშირად ორივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა პირად რუკებში ვხვდებით ერთმანეთის გავლენას. ამიტომ იშვიათი არაა, რომ ლომი ქალწულისთვის დამახასიათებელ ცივ და ანგარიშიან გონებას ფლობს, ქალწული კი ლომურ შარმსა და არისტოკრატიულ მანერებს.

  • როგორია 16 აგვისტოს დაბადებული ადამიანი

16 აგვისტოს დაბადებული ადამიანები მომხიბვლელები და ქარიზმატულები არიან. მათ ადვილად გამოსდით გარშემო მყოფთა შორის სიმპათიის დამსახურება და ნდობის მოპოვება. ამიტომ არცთუ იშვიათად ვხვდებით ამ ადამიანებს შორის ხელოვანებს ან ფსიქოლოგებს. თუმცა, თვისება - ყველას გასაჭირი და ტკივილი ზედმეტად ახლოს მიიტანონ გულთან, ხშირად ხდება მათთვის ნერვული სისტემის დაავადების საფუძველი. აქედან გამომდინარე, სასურველია, მათ გარკვეული დისტანციის დაცვა ისწავლონ ურთიერთობაში.