კურო
კარგი დღეა ურთიერთობების დასარეგულირებლად ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან და სასიყვარულო პარტნიორთან. გაგიადვილდებათ პარტნიორებთან კონსენსუსის მიღწევა და შეიძლება დიდხნიანი კონტრაქტებიც გააფორმოთ.
ტყუპი
ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. ნუ ეცდებით გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გარკვევას.
კირჩხიბი
წარმატებული დღე ელით რეჟისორ, პედაგოგ და მსახიობ კირჩხიბებს. დღეს გარშემო მყოფებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენთ. ნუ იზარმაცებთ. გახსოვდეთ, დღეს გაშვებულ შანსს უკან ვეღარ დაიბრუნებთ.
ლომი
მოაგვარეთ საბინაო საკითხები. შექმენით სახლში სიმყუდროვე. კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად და საღამოს მეგობრებთან შესახვედრად.
ქალწული
ნუ იქნებით ზედმეტად ორიგინალური და ენაკვიმატი. დაგროვილი საქმეები უფროსი კოლეგების დახმარებით მოაგვარეთ. საქციელით და სიტყვით მიახვედრეთ საყვარელი ადამიანი, რომ იგი თქვენთვის ძვირფასია.
სასწორი
გადახედეთ საკუთარ ნივთებს, მოაწესრიგეთ, შეაკეთეთ ისინი. აგრეთვე კარგი დღეა ძვირფასი, ანტიკვარული ნივთების შესაძენად.
მორიელი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მგზავრობისა და პირადი ურთიერთობების დასარეგულირებლად. მთავარია, დაამარცხოთ ეგოიზმი და სხვათა ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოთ. შეიძლება თქვენ გახდეთ ვინმეს საყრდენი ან თავად გამოგიჩნდეთ მფარველი.
მშვილდოსანი
გადახედეთ მიმდინარე საქმეებს. გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. ნუ შეგეშინდებათ კრიტიკის. ეცადეთ, არავისთან განიხილოთ ოჯახური, ფინანსური და პირადი საკითხები.
თხის რქა
ნუ შეგეპარებათ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში. შრომისმოყვარე და თქვენი საქმის მცოდნე ხართ. ამიტომ, თამამად ჩაებით ახალ საქმიანობაში, მაგრამ ნურც პირად ცხოვრებას დაივიწყებთ.
მერწყული
გახსოვდეთ, რომ რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე გზა საბოლოოდ გამარჯვებისკენ მიგიყვანთ. აღიარება, დაფასება და მატერიალური გასამრჯელო გელით. მთავარია, არ იზარმაცოთ და დაწყებული საქმეები არ მიატოვოთ.
თევზები
საკუთარ თავს ზედმეტ აკრძალვებს ნუ დაუწესებთ. ნუ იქნებით ზედმეტად კონსერვატორი. ზომიერების ფარგლებში იმოქმედეთ. ნუ ზარმაცობთ, ამოქმედდით. კარგი დღეა პირადი ურთიერთობების დასარეგულირებლად.