16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დაისახეთ მიზანი და გაისარჯეთ მის შესასრულებლად. ნუ მოცდებით ტყუილ საქმეებზე. ურთიერთობაში მეტად გამოავლინეთ დიპლომატია, დახვეწილი მანერები. გაიუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავ ქალებთან (დედა, ბებია, და).

ტყუპი

ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხებისადმი და დოკუმენტების გაფორმებისას. მუშაობის დროს აჩქარებისას არ დაუშვათ შეცდომები. საღამოს შეიძინეთ ტკბილეული, სამოსი.

კირჩხიბი

ეცადეთ, ნაკლები ინერვიულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიფუჭდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და მადა. ბავშვებთან ურთიერთობისას მაქსიმალურად შეინარჩუნეთ მშვიდი ტონი.

ლომი

აქტიური და ენერგიული ხართ. დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა. ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას ნათესავებთან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო და სამემკვიდრეო საქმეების მოგვარებას.

ქალწული

დღეს მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით სასურველს მიაღწევთ. დღის განმავლობაში გელით გადაადგილებები, დაუგეგმავი შეხვედრები. მოულოდნელობებისას მეტად შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

სასწორი

კარგი დღეა საოჯახო ბიზნესის გასავითარებლად. მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ საკუთარ თავზე. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან. ყური დაუგდეთ კრიტიკას.

მორიელი

დღეს მეტად გამოავლენთ თქვენს პროფესიონალიზმს. ოჯახის წევრებსა და კოლეგებს თქვენი დახმარები იმედი ექნებათ. სიფრთხილე გმართებთ გზავრობისას; ყურადღება - ხანგრძლივვადიანი კონტრაქტის გაფორმებისას.

მშვილდოსანი

ყურადღება გმართებთ სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებისას, გადასახადების/ვალების გასტუმრებისას. დღეს მეტად გულჩვილი ხართ და საკუთარ თავისუფლებასაც კი შესწირავთ ახლობლების კეთილდღეობას.

თხის რქა

სიფრთხილე გმართებთ გამონათქვამებისას. გარშემო მყოფებისადმი ნაკლები კრიტიკა და მეტი სიყვარული უნდა გამოავლინოთ. მეუღლისთვის უნდა იყოთ საიმედო, ძლიერი საყრდენი.

მერწყული

კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას, კომპიუტერთან მუშაობისას. საქმიან შეხვედრებზე ამ მივლინების დროს გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, იყავით დაკვირვებული.

თევზები

იყავით დაკვირვებული და საიმედო პარტნიორი. ბავშვის ჭირვეულობას და ნათესავების მოთხოვნებს ნუ "გაატარებთ". მოერიდეთ უცხოებთან გულახდილობას. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით