16 აპრილს დაბადებული ადამიანები იუმორის გრძნობითა და გამჭრიახი გონებით გამოირჩევიან

16 აპრილს დაბადებული ადამიანები იუმორის გრძნობითა და გამჭრიახი გონებით გამოირჩევიან

აპრილის ყვავილი თოვლს ტეხავსო – ასე ამბობდნენ ძველად. აპრილში დაბადებული ადამიანებიც, ამ ყვავილის შესაბამისად ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათით არიან გამორჩეულნი. ეს თვე ცეცხლოვანი ვერძისა და მიწის სტიქიის პირველი წარმომადგენლის – კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.

  • როგორია 16 აპრილს დაბადებული ადამიანი

16 აპრილს დაბადებული ადამიანები იუმორის გრძნობითა და გამჭრიახი გონებით გამოირჩევიან. მათ ძალიან უყვართ სიცილი და ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებენ ღიმილით შეხედონ პრობლემებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მეგობრული ხასიათი გააჩნიათ, პერიოდულად გულმავიწყობა და ეგოისტური გამოხდომებიც ახასიათებთ. რაც ხშირად ხდება გარშემო მყოფებთან პრობლემების შექმნის მიზეზი მათთვის.