ავტორი:

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამესამე დღე, მთვარე 23:46-ზე სასწორს ესტუმრება

უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა. დღეს იკვებეთ ზომიერად, - არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.

ვერძი

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და სამსახურში ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ. მოგინდებათ კონკურენტებთან გაჯიბრება, გამარჯვებით მოგემატებათ თვითშეფასება. საუბარში უფრო მეტად მიმართეთ ფაქტებს.

კურო

იზრუნეთ საკუთარ თავზე, იყიდეთ საჩუქარი, შეცვალეთ იმიჯი. ეს მოგცემთ თავდაჯერებულობას და დაგიბრუნებთ კარგ განწყობას. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და შეიძლება თქვენს სიყვარულსაც კი შეხვდეთ.

ტყუპი

ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და ფულის გამომუშავებისთვის. მოულოდნელმა ამბებმა კი შეიძლება გაგიფუჭოთ განწყობა. პირად ურთიერთობებში შესაძლოა გაუგებრობები იყოს.

კირჩხიბი

ენერგიის მაღალი დონე ძველი ოცნების ან ამბიციური პროექტის რეალიზებაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ კონფლიქტებს, კამათს, თუ ეს შესაძლებელია. არ გააკრიტიკოთ საყვარელი ადამიანები.

ლომი

ზედმეტ აქტიურობას არ გირჩევთ. სამუშაოს პრაქტიკულად და რაციონალურად მიუდექით. მიიღებთ პასუხს დიდი ხნის სერიოზულ კითხვაზე. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად ან ჰობისთვის.

ქალწული

მოემზადეთ საინტერესო შეხვედრებისთვის ან მოლაპარაკებებისთვის. წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად გაქვთ გააზრებული თქვენი ქმედებები და სტრატეგია. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

სასწორი

დღეს მიღებული გადაწყვეტილებები გავლენას მოახდენს მომავალ სამუშაოზე, ამიტომ ფრთხილად იყავით და განიხილეთ ყველა ვარიანტი. მეტი კომუნიკაცია გმართებთ გავლენიან ადამიანებთან, მათი დახმარება მალე დაგჭირდებათ. არ გაუზიაროთ გეგმები სხვებს.

მორიელი

სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. დროულად დაასრულეთ თქვენი საქმეები. თქვენთვის აუცილებელია გონებრივი და ფიზიკური დასვენება.

მშვილდოსანი

მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება და მთავარია, დროულად მოახდინოთ მათზე რეაგირება. კონტროლი არ დაკარგოთ მოვლენებზე. ახლა მშვილდოსნების ცხოვრებაში საინტერესო პერიოდია. სამსახურში ყველაფერი კარგად მიგდით.

თხის რქა

მუშაობისას ყურადღება მიაქციეთ წვრილმან დეტალებს. სხვები თქვენგან იღებენ მაგალითს; შეეცადეთ იყოთ თავაზიანი და კორექტული მათთან. აჩვენეთ თქვენს პარტნიორს, რომ ის თქვენთვის ბევრს ნიშნავს.

მერწყული

ტრავმის ალბათობა მაღალია. სიფრთხილე გამოიჩინეთ მანქანის მართვისას ან ვარჯიშის დროს. სამსახურში დამატებითმა პასუხისმგებლობამ შეიძლება ფინანსური სარგებელი და დაწინაურება მოგიტანოთ. ვარსკვლავები საინტერესო და პერსპექტიულ ნაცნობობას გპირდებიან.

თევზები

მოერიდეთ თაღლითებსა და მანიპულატორებს. უცნობებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი ინტერესები და უსიამოვნო ისტორიებში ჩაგაგდონ. კარგი იქნება, მარტოობაში გაატაროთ დღე, აკეთო ის საქმე, რაც გიყვართ და საღამოს კარგადაც დაისვენოთ.