კურო
ნუ დარჩებით ოთხ კედელშუა გამოკეტილი. შეხვდით მეგობრებს, საქმიან პარტნიორებს, განიხილეთ მიმდინარე საკითხები, გაიგეთ ახალი ამბები. ეცადეთ, საღამოს მწვავე დისკუსიები ოჯახის წევრებთან კონფლიქტში არ გადაიზარდოს.
ტყუპი
პარტნიორთან ერთად ახალი საქმეები განიხილეთ, წამოიწყეთ. მზად იყავით სიურპრიზებისა და საჩუქრებისთვის. კარგი დღეა ცვლილებებისთვის. მთავარია, მოინდომოთ.
კირჩხიბი
კარგად დაგეგმეთ სამუშაო დღე და გადაანაწილეთ მოვალეობები, თორემ ყველაფრის შესრულება თავად მოგიწევთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, დამატებით სამუშაოს.
ლომი
კარგი დღეა კონსულტაციების, მოლაპარაკებებისა და ყოველდღიური საქმეებისთვის. გადაწყვეტილებების მიღებისას არ აჩქარდეთ. ეცადეთ, პირად ცხოვრებაში არავინ ჩაახედოთ. უფრო მეტიც, არავის გაუმხილოთ საიდუმლოებები.
ქალწული
კარგი დღეა კოლექტიური საქმიანობისთვის. ნუ აჩქარდებით, დაელოდეთ მოვლენების განვითარებას. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. გადადეთ საყიდლები. გადაამოწმეთ ინფორმაციები. ნუ ენდობით ვირტუალურ მეგობრებს. ნურავის ანდობთ გასაღებსა და პირად კოდს.
სასწორი
კარგი დღეა კონტაქტებისა და კონსულტაციებისთვის. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები, ახალი ნაცნობობა. დღეს ბევრ საიდუმლოს აეხდება ფარდა და ამისთვის მზად უნდა იყოთ. ეცადეთ, არავის აწყენინოთ.
მორიელი
დღეს მოვლენების ეპიცენტრში უნდა იყოთ და ახალი ამბებიც პირველმა შეიტყოთ. მოერიდეთ ჭორებსა და ინტრიგებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მეტად დაისვენეთ.
მშვილდოსანი
ეცადეთ, აკონტროლოთ ქცევა და სიტყვები; კამათისას ისეთი რამ არ წამოგცდეთ, რაც თქვენთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც ზიანის მომტანი იქნება. პირად ურთიერთობაში უმჯობესია, დაივიწყოთ ძველი წყენა და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოთ.
თხის რქა
ცვლილებებია მოსალოდნელი, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სამსახურის საქმეებში. მეტად იაქტიურეთ. დაიცავით საკუთარი პოზიცია. გათავისუფლდით არაფრისმომცემი ურთიერთობებისგან, უსარგებლო ნივთებისგან.
მერწყული
კარგი დღეა მოგზაურობისა და კვლევისთვის. კარგი დღეა ახალი პროექტების დასაგეგმავად, საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული.
თევზები
გამოიჩინეთ ინიციატივა და კოლეგები ახალი საქმიანობისთვის შეაგულიანეთ. მოერიდეთ კონტაქტს უფროსთან და მით უმტეს, კამათს. არ გადადოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკები. საღამოს რომანტიკული შეხვედრა და სასიამოვნო ემოციები გელით.