16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მოიმატებს ინტერესი აზარტისა და თავგადასავლებისადმი. შეიძლება უცხოელთან გააბათ რომანი. გაფრთხილდით, არავინ არაფერი მოგატყუოთ.

ტყუპი

მოერიდეთ კამათს თანამოსაუბრესთან. ორჯერ დაფიქრდით, სანამ ვინმეს ავანტიურაზე დათანხმდებით. არავის ენდოთ სიტყვაზე და ნურც თავად მოატყუებთ ვინმეს.

კირჩხიბი

ნუ შეუზღუდავთ საყვარელ ადამიანს თავისუფლებას. მკაცრად ნუ გააკონტროლებთ შვილებს. თუმცა, ცუდ მეგობრებს დიპლომატიურად ჩამოაშორეთ.

ლომი

შეიძლება ახალი გასართობი გამოგიჩნდეთ ან ახალი შემოქმედებითი იდეები განახორციელოთ. ნუ იწუწუნებთ ცხოვრებაზე, ყველა ვერ გაგიგებთ.

ქალწული

ოჯახურ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები გელით. სიფრთხილე გმართებთ საბინაო საკითხების მოგვარებისას. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ. დახმარებაზე მადლობას ნუ ელით.

სასწორი

დამთხვევების დღეა. მიმოწერა, შეხვედრები და ხანმოკლე მიმოსვლები გელით. ყურადღება გმართებთ ფინანსების მიმართ. ეცადეთ, ყველაფერს იუმორით შეხედოთ.

მორიელი

მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან. სხვა დღისთვის გადადეთ ექსპერიმენტები, ცვლილებები. კარგი დღეა განმარტოებისა და დიეტისთვის.

მშვილდოსანი

საკუთარ თავში შეიძლება ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ. ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს. მეგობრებისა და ნათესავებისგან შეიძლება სიცივე იგრძნოთ.

თხის რქა

დღეს მაქსიმალურად თავშეკავებული უნდა იყოთ. მოერიდეთ გადამეტებას კვებასა და ფულის ხარჯვაში. გადაახარისხეთ პირადი ნივთები, დოკუმენტები.

მერწყული

ნუ გაართულებთ ურთიერთობას მშობლებთან/შვილებთან. აკეთეთ ის საქმე, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ და დეპრესიულ ფიქრებს მოგაცილებთ.

თევზები

ცვლილებებს პოზიტიურად შეხვდით და ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. სიფრთხილე გმართებთ ადამიანებთან, რომლებიც დახმარებას და მეგობრობას შემოგთავაზებენ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით