16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დილა საოჯახო და სამსახურებრივ ვალდებულებებს დაუთმეთ. საღამოს პოპულარობას მოიპოვებთ გარშემო მყოფებში. საყვარელ ადამიანს დაუნიშნეთ რომანტიკული პაემანი.

ტყუპი

ახალი იდეები გაგიჩნდებათ. ზოგიერთს რომანის დაწყება ელის კოლეგასთან. საღამო ინტრიგებითა და რომანტიკით იქნება აღსავსე. შეიძლება განახლდეს ძველი ურთიერთობა; დაუბრუნდეთ ძველ საქმიანობას.

კირჩხიბი

დილა სამსახურის საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. ჩამოწერეთ დღეს შესასრულებელი ვალდებულები; გადაუნაწილეთ დავალებები კოლეგებს. საღამო შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

ლომი

ნუ გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას მომავლისთვის. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების, საყვარელი ადამიანის მიმართ. დაეხმარეთ მათ მატერიალურად. გაგიუმჯობესდებათ საცხოვრებელი პირობები.

ქალწული

იმოქმედეთ მიზანმიმართულად და გააზრებულად. ნუ აჰყვებით ემოციებს. საღამოს საქმიანი იერი მოიშორეთ და თავგადასავლებში გადაეშვით. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა.

სასწორი

საღამომდე მიზანსწრაფული და შრომისუნარიანი იქნებით. წარმატება გელით რომანტიკულ და შემოქმედებით სფეროებში. საღამოს მოერიდეთ ფულის ფლანგვას. აკონტროლეთ ქცევა, უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ.

მორიელი

გამოიმუშავეთ თვითდიციპლინა. ეს ეხება სამსახურსაც და კვებასაც. წარმატებული დღე ელით ფინანსისტებს, კულინარებსა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს. საღამოს საყვარელ ადამიანს სიყვარულითა და მგრძნობიარობით დაატყვევებთ.

მშვილდოსანი

დილა მშვიდად დაიწყება, მაგრამ საღამოს სიურპრიზებისთვის უნდა იყოთ მზად. მოსალოდნელია სასიყვარულო ინტრიგა. სამსახურის საქმეებში მოერიდეთ ავანტიურას. ხელშეკრულებები განხილვის შემდეგ გააფორმეთ. გაგიუმჯობესდებათ საცხოვრებელი პირობები.

თხის რქა

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა ან ჩაერთვებით საქმეში, რომელიც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მუშაობა გვიანობამდე მოგიწევთ.

მერწყული

დღეს დაწყებული სასიყვარულო, პროფესიონალური ან ფინანსური ავანტიურა "უკაპიკოდ" დაგტოვებთ. დღის მეორე ნახევარში სიფრთხილით მოეკიდეთ ახალ შემოთავაზებებს.

თევზები

დილა აქტიურ ქმედებას დაუთმეთ. შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება მოგიწიოთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, სასიყვარულო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტების გასაუმჯობესებლად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით