ავტორი:

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 ივლისი, შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე 12:23-დან თევზებშია

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას; შეამცირეთ ალკოჰოლის დოზაც.

ვერძი: თავგადასავალი და ავანტიურა კარგს არაფერს მოგიტანთ; მეტად გააზრებული უნდა იყოთ. არ გაეხვიოთ ფინანსურ მაქინაციაში.

კურო: მარტო უფრო კარგად გაუმკლავდებით ვალდებულებებს, ვიდრე სხვისი დახმარებით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

ტყუპი: ახალი ცოდნის, გამოცდილების მიღების დღეა. მოგინდებათ მოგზაურობის დაგეგმვა. ნუ გააიდეალებთ ადამიანს, ვინც თქვენზე მეტი იცის.

კირჩხიბი: მეტი დრო უნდა დაუთმოთ სახლის მოლამაზებას, ურთიერთობის გაუმჯობესებას ოჯახის წევრებთან. იზრუნეთ ზამთრისთვის მარაგის დაგროვებაზე.

ლომი: თუ თავად გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, რჩევისთვის მიმართეთ გამოცდილ მეგობარს. ნუ გაამხელთ საკუთარ საიდუმლოს.

ქალწული: შეხსენება არ გჭირდებათ, ისედაც იდეალური თანამშრომელი ხართ, მაგრამ ნამუსიანად იმოქმედეთ. ავანტიურა, ფინანსური მაქინაცია კარგს არაფერს მოგიტანთ.

სასწორი: იყავით ტოლერანტული გარშემო მყოფების მიმართ. შეიძლება ჩაერთოთ საზოგადოებრივ აქციაში ან თავად დაგეგმოთ ასეთი. იზრუნეთ იმიჯის გაუმჯობესებაზე.

მორიელი: იყავით საქმეებისა და მეგობრების ერთგული, ნუ იკამათებთ წვრილმანებზე. სიახლეები და განახლება მატერიალურ დანახარჯს მოითხოვს.

მშვილდოსანი: მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გვერდით; შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. დაფიქრდით საოჯახო ტრადიციების აღდგენაზე.

თხის რქა: ყველას საქმეს თქვენ თუ შეასრულებთ, დასვენების დრო არ დაგრჩებათ. კარგი იქნება ზომიერების დაცვა ალკოჰოლისა და მავნე საკვების მიღებისას.

მერწყული: წვრილი და დასაფიქრებელი საქმეები გექნებათ მოსაგვარებელი. კარგი იქნება, თუ დაიხმარებთ გამოცდილ ადამიანებს. ერთად მხიარულად იმუშავებთ.

თევზები: გადამეტებული მოთხოვნების გამო ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. ფული გააზრებულად ხარჯეთ.