16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 17:40-ზე, მთვარე მორიელშია

თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.

ვერძი

ცუდი ჩვევები, როგორც წესი, საზიანოა და უმჯობესია, მოიცილოთ. მეორე მხრივ, დროდადრო გჭირდებათ რაღაცით სიამოვნება, მაგრამ ყველაფერი ზომიერად უნდა იყოს. გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები და გააოცეთ ისინი იმით, რაც მათ მოეწონებათ. ეს შეიძლება იყოს პატარა საჩუქარი, უგემრიელესი კერძი ან დასვენება.

კურო

შესანიშნავი დღეა საპირისპირო სქესთან კომუნიკაციის, მოლაპარაკებების, გაცნობისა და თანამშრომლობისთვის. პროფესიული მოვალეობების შესრულებისას იყავით უფრო მომთმენი და ყურადღებიანი. სცადეთ რაიმე ახალი და საინტერესო, საკმარისია სტერეოტიპები.

ტყუპი

დღე საკმაოდ პროდუქტიული იქნება თქვენი მოვალეობების შესასრულებლად. შრომა მომგებიანი იქნება და შესაძლოა ჯილდოც მიიღოთ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. ფულის ხარჯვა მოგიწევთ სამედიცინო გამოკვლევაზე, საოფისე ნივთების შეძენაზე.

კირჩხიბი

გამონახეთ დრო პარტნიორისთვის და გაატარეთ რომანტიკული საღამო. თუ თავისუფალი ხართ, მაშინ სთხოვეთ თქვენს მეგობრებს, გაგაცნოთ ვინმე საინტერესო ან დარეგისტრირდეთ გაცნობის საიტზე.

ლომი

დააწესეთ საზღვრები თქვენს ურთიერთობაში, რა არის თქვენთვის ნორმალური და რა - არა. ამგვარად შეძლებთ თავიდან აიცილოთ უხერხული მომენტები. თუ გსურთ ცვლილებების შეტანა თქვენს სახლში, მაშინ ამისთვის შესანიშნავი დღეა. შეეცადეთ გააუმჯობესოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, იპოვეთ კომპრომისი.

ქალწული

აქტიური დღეა, პროდუქტიული როგორც სამუშაოსთვის, ასევე სოციალური და პირადი ცხოვრებისთვის. იქნება ბევრი კომუნიკაცია, კონტაქტების წრის გაფართოება. ზოგს მუდმივად გადაადგილება ელის. ახალ ინფორმაციას კარგად გაიგებთ, მოგინდებათ საინტერესო კურსებზე დასწრება.

სასწორი

დღე ფინანსური საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. მოითხოვეთ ხელფასის გაზრდა. საღამოს საყვარელ ადამიანებთან ერთად ისიამოვნეთ. მათთანაც კი იპოვით საერთო ენას, ვისთანაც ნაჩხუბარი იყავით.

მორიელი

დაუთმეთ დღე თქვენს სურვილებსა და საჭიროებებს. ასევე კარგია გარეგნობაზე ზრუნვა, ლამაზი ნივთის ყიდვა ან ვარცხნილობის შეცვლა. ეს ასევე კარგი დღეა მოგზაურობისთვის დასაწყებად.

მშვილდოსანი

ყოველთვის წინ უნდა იყუროთ, ნუ მიეჯაჭვებით წარსულს. ვერავინ შეცვლის იმას, რაც მოხდა. ისწავლეთ შეცდომებზე და კონცენტრირდით მომავალზე. მოერიდეთ ალკოჰოლის, თამბაქოს, მავნე საკვებს.

თხის რქა

სხვა ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლო იქნება. გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა - ნაყოფიერი. ყოველი ცვლილება, რომელიც მოხდება, დადებითი იქნება როგორც თქვენთვის, ასევე გარშემო მყოფებისთვის. საინტერესო ადამიანს მეგობრები გაგაცნობენ.

მერწყული

პროდუქტიული დღეა მუშაობისთვის. კარგი იქნება მაღალჩინოსნებთან ურთიერთობა და სახელმწიფო უწყებების მონახულება. არ დაგავიწყდეთ დასვენება. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას, თუ რამე გაწუხებთ, მიაკითხეთ ექიმს.

თევზები

თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში და სხვებსაც დაარწმუნებთ. ეს შეიძლება იყოს როგორც კოლეგები, ასევე საყვარელი ადამიანები. დღეს შესაძლოა ხალხმა მოგმართოთ რჩევისთვის. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, ან დასაგეგმავად.