კურო
ჩამოყალიბდით რისი მიღწევა გსურთ და არ გადაუხვიოთ წარმატების გზიდან.
ტყუპი
რაც უფრო მოერიდებით გარშემო მყოფებთან კამათს, მით მეტ დროსაც მოიგებთ და ნერვებსაც აღარ მოიშლით.
კირჩხიბი
თუ გარშემო ენერგოვამპირები შემოიკრიბეთ, არ გაგიკვირდეთ, რომ დღესაც მათი მსხვერპლი აღმოჩნდეთ.
ლომი
რატომ უნდა ჰგავდეთ სხვას. იყავით ის, ვინც ხართ და სხვები დაგემსგავსონ.
ქალწული
გადაწყვეტილების მიღებისას ნუ აჩქარდებით. უმჯობესია, დრო დაკარგოთ, ვიდრე სულელურად მოიქცეთ.
სასწორი
დღეს ადვილად შეიძენთ ახალ მეგობრებს.
მორიელი
კამათისას ნუ აიმაღლებთ ტონს. ჯერ ერთი, ეს საშიშია თქვენი ხმისთვის; მეორე, ვისსაც უნდა უყვიროთ, ის ამას არ იმსახურებს.
მშვილდოსანი
ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით. ხოლო თუ დაპირდებით, შეასრულეთ კიდეც.
თხის რქა
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
მერწყული
დაეხმარეთ ახლობლებს და ოდესმე ისინიც გამოგიწვდიან დახმარების ხელს.
თევზები
ყველაფერი გააანალიზეთ და ბევრ საინტერესო აღმოჩენას გააკეთებთ.