კურო
მოერიდეთ ინტრიგებსა და უსიამოვნებებში გახვევას. აგრეთვე, ჭორების გავრცელებას. ეცადეთ რთული სიტუაცია იუმორით, უბოროტო ხუმრობით განმუხტოთ.
ტყუპი
დღეს რთულ სიტუაციაშიც კი მობილიზებულად იმოქმედებთ, რის გამოც გარშემო მყოფები მეტად დაგაფასებენ; მაგრამ ნუ გექნებათ მათი დახმარების იმედი.
კირჩხიბი
მეტი დრო დაუთმეთ პირადი საკითხების მოგვარებას. დღის პირველი ნახევარი სამსახურის საქმეებს დაუთმეთ, რათა საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.
ლომი
სიამაყისა და სიჯიუტის გამო საქმეებს ნუ გაიფუჭებთ. დამოუკიდებლად მუშაობა სიკეთეს არ მოგიტანთ, დაიხმარეთ გარშემო მყოფები.
ქალწული
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. აკონტროლეთ ხარჯი. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მოერიდეთ მძაფრი ემოციების გამოხატვას.
სასწორი
კარგი დღეა საყიდლებისთვის, როგორც უძრავი ქონების შესაძენად, აგრეთვე, ანტიკვარული ნივთებისა და ავეჯისთვის.
მორიელი
გარშემო მყოფთა სიმპათიის მოპოვება არ გაგიჭირდებათ. განსაკუთრებით გაგიმართლებთ გავლენიან პირებთან მოლაპარაკებისას. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, ცოტა მეტი გარჯა მოგიწევთ, რათა საყვარელი ადამიანის კეთილგანწყობა მოიპოვოთ.
მშვილდოსანი
შესრულებული სამუშაოსთვის გარშემო მყოფების შექებას დაიმსახურებთ. მაგრამ მიღწეულს ნუ დასჯერდებით და ნურც ”თავში აგივარდებათ” შექება.
თხის რქა
დღეს ფორტუნა გაგიღიმებთ. ამიტომ, დაგეგმეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, საქმეები. შეეხმიანეთ ნათესავებს, აღადგინეთ ურთიერთობა ძველ მეგობრებთან.
მერწყული
დღეს თქვენს შესაძლებლობებს ღირსეულად შეაფასებენ; გამოგიჩნდებათ ახალი თანამოაზრეები და მათი დახმარებით ახალი საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ.
თევზები
მთელი დღე სიყვარულსა და საყვარელ ადამიანზე ზრუნვას უნდა დაუთმოთ. მაქსიმალურად ეცადეთ, თქვენი სიმპათიის ობიექტის კეთილგანწყობა დაიმსახუროთ.