16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს სამსახურის საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მაგრამ ნურც ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანს დაივიწყებთ. ნუ გაექცევით კონფლიქტს, ურთიერთობის გარკვევას.

ტყუპი

გადაღლილი ხართ და ეცადეთ, რთულად შესასრულებელ საქმეებს ხელი არ მოკიდოთ. მეტად დაისვენეთ; გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან ერთად.

კირჩხიბი

ნელა და დაკვირვებით შეძლებთ საქმეების მოგვარებას. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. მოულოდნელი შეხვედრა გელით დიდი ხნის უნახავ ახლობელთან.

ლომი

დაასრულეთ დაწყებული საქმეები, ახლებს ნუ წამოიწყებთ. მეტად დაისვენეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან; გამოავლინეთ მზრუნველობა მის მიმართ.

ქალწული

საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. დღის მეორე ნახევარი ბინის კეთილმოწყობას დაუთმეთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. საღამოს მიირთვით ბალახების ჩაი.

სასწორი

ნათესავებს და მეგობრებს უმასპინძლეთ. სხვა დღისთვის გადადეთ რუტინული საქმეების შესრულება. რომანტიკული ვახშამი რესტორანში ან ქალაქგარეთ მგზავრობა გელით.

მორიელი

ბიზნესის გასავითარებელ ახალ გზებს გამოძებნით. აქტიურად დაისვენეთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. დახმარებისთვის საყვარელ ადამიანს მიმართეთ.

მშვილდოსანი

საბუთების გაფორმებისას სიფრთხილე გმართებთ. მეტი დრო გაატარეთ შინ. მეტი ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის სისტემას. საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით ეგოისტურად განწყობილი.

თხის რქა

მოერიდეთ ფულის ფლანგვას. დღის პირველი ნახევარი სამსახურის საქმეებს დაუთმეთ; მეორე - საოჯახო ვალდებულებებს. არ გირჩევთ სამსახურებრივი რომანის დაწყებას.

მერწყული

დამატებით სამსახურზე, საქმიან შემოთავაზებაზე უარი არ თქვათ. ჰარმონიული სიტუაცია შექმენით სახლში. ეცადეთ, საყვარელი ადამიანის სურვილების გათვალისწინებით იმოქმედოთ.

თევზები

სამსახურში დროა, აქტიურ მოქმედებებზე გადახვიდეთ. თუ ვარჯიშს ვერ ახერხებთ, საღამოს ფეხით ისეირნეთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით