16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:13-ზე, მთვარე 05:46-ზე ტყუპს ესტუმრება

ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.

ვერძი

დღეს ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების შანსი გექნებათ. შესაძლოა, იპოვოთ შემოსავლის დამატებით წყარო ან შემოგთავაზებენ ახალ, უფრო საინტერესო სამუშაოს. გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით ყველაფერზე.

კურო

მარტოობა დღეს თქვენთვის უკუნაჩვენებია. არ იჯდეთ ოთხ კედელში, წადით სტუმრად ან დაესწარით ხალხმრავალ ღონისძიებაზე. კომუნიკაცია და პოზიტიური ემოციები დაგეხმარებათ პრობლემებისა და საზრუნავებისგან დაისვენოთ.

ტყუპი

პარასკევს მხიარული, ხალისიანი ხართ და ყველასთან საერთო ენის გამონახვა შეგიძლიათ. თქვენი ხიბლი დღეს მთელი სიმძლავრით მუშაობს, ასე რომ სასიკეთოდ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. აწარმოეთ საქმიანი მოლაპარაკებები, დაამყარეთ საჭირო კავშირები ან დაუთქვით პაემანი ადამიანს, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ.

კირჩხიბი

თუ დღეს მაქსიმალურად კონცენტრირებული და აქტიური იქნებით, იოლად გაუმკლავდებით ყველა მიმდინარე საქმეს. მაგრამ თუ გააჭიანურებთ და ყურადღებას გაფანტავთ, დღევანდელი ვალდებულებების შესრულება უქმეებზეც კი მოგიწევთ.

ლომი

პარასკევს გექნებათ შანსი, წარმატებით დაასრულოთ საქმე, რომელიც დიდი ხანია ადგილიდან არ დაძრულა. მოერიდეთ თავგადასავლებს და უკანონო გზებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაინადგურებთ თქვენს რეპუტაციას.

ქალწული

ნუ მისცემთ სხვებს კისერზე დაჯდომის უფლებას! გამოიჩინეთ საკმარისი სიმტკიცე და იპოვეთ ძალა უარი თქვათ იმ საქმეების შესრულებაზე, რაც თქვენ არ გეხებათ. თუ დათანხმდებით არახელსაყრელ პირობებს და აიღებთ დამატებით ვალდებულებებს, ეს ადამიანი ძალიან დიდხანს გატარებთ თავის ჭკუაზე.

სასწორი

დღეს ყველაზე აქტიური რომანტიკული დღე გელოდებათ. წარმატებული იქნება ახალი ნაცნობობა, პაემნები, რომანის დასაწყისი. და თუ უკვე გყავთ სასიყვარულო პარტნიორი ან მეუღლე, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გადაახალისოთ თქვენი ურთიერთობაში.

მორიელი

შესანიშნავი დღე შოპინგისთვის. გელოდებათ ფასდაკლებები, აქციები, ბონუსები და სხვა მომგებიანი შეთავაზებები. შეძლებთ შეიძინოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ საუკეთესო ფასად. სამსახურში კი საქმეებს იოლად გაუმკლავდებით.

მშვილდოსანი

ფულის მოულოდნელი მიღება გელოდებათ. ეცადეთ, მიღებული თანხა გამოიყენოთ ყველაზე დიდი სარგებლით. საღამო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით, მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი.

თხის რქა

მეუღლესთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას გულწრფელად ისაუბრეთ ყველაფერზე, რაც გაწუხებთ. თქვენ შეძლებთ ურთიერთგაგების მიღწევას და თქვენი ურთიერთობის გაძლიერებას. მაგრამ მეგობრებთან და ნათესავებთან ჯობია უფრო თავშეკავებული იყოთ, მტკივნეულ საკითხებზე საუბარი შეიძლება არც ისე მშვიდად წავიდეს.

მერწყული

დღეს შეიძლება თავი შეგახსენოთ ადამიანმა წარსულიდან. მოიქეცით ისე, როგორც გული გეუბნებათ - თუ კომუნიკაციის განახლების სურვილი არ გაქვთ, ნუ აიძულებთ საკუთარ თავს ამის გაკეთებას. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას, სრულყოფას.

თევზები

დღემ შეიძლება ჩხუბი და კონფლიქტი მოიტანოთ. თუ შესაძლებელია, შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტი. დააიგნორეთ პროვოკატორები და მკაცრად აღკვეთეთ თქვენი გაბრაზების მცდელობები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, მოუწყვეთ რომანტიკული საღამო.