16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სამსახურის საქმეები თქვენი ჩარევის გარეშეც მოგვარდება. ამიტომ, გამონახეთ დრო ჰობისა და მეგობრებთან შესახვედრად.

ტყუპი

დაარეგულირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, ოჯახის წევრებთან და განსაკუთრებით იმ ადამიანთან, ვინც გესიმპათიურებად.

კირჩხიბი

სამსახურის საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო და შეეხმიანეთ ნათესავებს. შეიძლება ზოგიერთს თქვენი დახმარება დასჭირდეს და უარი არ უთხრათ.

ლომი

დღე იურიდიული, ფინანსური საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტანციასა და კაბინეტში მოგიწევთ სირბილი.

ქალწული

მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე ცოტა დრო გაქვთ დასვენებისა და ინფორმაციის გაანალიზებისთვის. კარგი იქნება თუ გამოიძინებთ კიდეც.

სასწორი

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ყველა საქმეში მოგინდებათ აქტიურობა. გეგმების ნაწილის რეალიზებასაც შეძლებთ, თუ გვერდით ერთგული თანამოაზრე გეყოლებათ.

მორიელი

გადაღლილობის გამო ვერც მიმდინარე საქმეების და ვერც ახალი იდეების განხორციელებას ვერ შეძლებთ. გირჩევთ, ცოტა ხნით დაისვენოთ, დაიტვირთეთ პოზიტიური ემოციებით და მუშაობაც გაგიადვილდებათ.

მშვილდოსანი

მხიარულ განწყობაზე ხართ და გარშემო მყოფების გამხიარულებაც მოგინდებათ. ეცადეთ თქვენი ხუმრობები და სიურპრიზები ვინმესთვის ზიანის მომტანი არ იყოს.

თხის რქა

დაარეგულირეთ ურთიერთობა პარტნიორებთან. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, მოსალოდნელია ტრავმები. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვასა და ალკოჰოლის მიღებას.

მერწყული

მოერიდეთ მსხვილ საყიდლებსა და კომერციულ ოპერაციებს. აგრეთვე, – ავანტიურულ  ქმედებებს. ნუ გარისკავთ. მინიმუმამდე შეამცირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.

თევზები

ჰორიზონტზე ჭკვიანი და ერთგული დამხმარე გამოგიჩნდებათ, რომელიც თქვენს საქმეებსაც მოაგვარებს და პრობლემებსაც. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, საუკეთესოდ შესრულებული სამუშაო ჩაიბაროთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით