პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია
საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
ვერძი
ნეგატიურ აზრებს, რომლებმაც შესაძლოა დღეს შეგაწუხონ, აქტიური ქმედებების ეშინიათ, ამიტომ რაც უფრო მეტ რამეს დაგეგმავთ დღეს და შემდეგ გააკეთებთ, მით უკეთესია თქვენთვის.
კურო
აუცილებელია მაქსიმალურად შეამციროთ სხვებთან კომუნიკაცია: ერთი მხრივ, შეიძლება უარყოფითი ემოციები მოგიტანოთ, მეორე მხრივ, გადაგაფანტოთ ყურადღება სამუშაოდან, რომლის დასრულებაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ტყუპი
რაც უფრო ნაკლებს დაუკავშირდებით ოჯახის წევრებს და მეგობრებს, მით უკეთესია, ზედმეტმა კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კონფლიქტი, ამიტომ აუცილებელია დისტანციის დაცვა.
კირჩხიბი
საყვარელი ადამიანის კრიტიკა გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოთ: დიდი ალბათობით, ეს კამათის გამოხატულება იქნება, ამიტომ “გაგრილების“ შემდეგ აუცილებლად მოგიხდით ბოდიშს.
ლომი
სწრაფი და მარტივი ფულის გამომუშავების შეთავაზებებს ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეპყროთ, მაგრამ განსაკუთრებით დღეს: ადამიანები, რომლებიც მოგმართავენ, შეიძლება თაღლითები აღმოჩნდნენ.
ქალწული
ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია აკრძალულია, თუნდაც დღეისთვის წინასწარ დაგეგმილი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ კმაყოფილი დარჩებით მიღებული შედეგით.
სასწორი
დღე არასახარბიელოა, ვერ გაუმკლავდებიან ყველაზე ელემენტარულ ამოცანებსაც კი, ამიტომ აუცილებელია თვითშეფასებაზე მუშაობა ან არაფრის გაკეთება.
მორიელი
დღეს შესაძლო პროვოკაციებზე ემოციური რეაქცია არ უნდა გქონდეთ – ისინი თქვენი მტრებისგანაა გამოწვეული, რომლებიც თქვენ გარემოში მრავლად არიან, რაც მათ ძალიან გაუხარდებათ.
მშვილდოსანი
პროფესიული იდეები, რომლებიც დღეს მოგივიდა თავში, უნდა დაიმახსოვროთ და თუ მეხსიერებას არ დაეყრდნობით, ჩაწერეთ, ძალიან მალე შეძლებთ მათ განხორციელებას.
თხის რქა
დღეს მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ, არასწორი იქნება, რადგან ისინი მიიღება ნაჩქარევად, სათანადო მომზადების გარეშე - ამიტომ სასურველია გადადოთ შემდეგი კვირის დასაწყისამდე.
მერწყული
უმჯობესია, მოერიდოთ წარსულის ადამიანთან ურთიერთობას, რომელიც შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში კვლავ გამოჩნდეს – ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას კეთილი ზრახვები ჰქონდეს, ამიტომ ეცადეთ, ფრთხილად იყოთ.
თევზები
საყვარელი ადამიანების - განსაკუთრებით მოხუცებისა და ბავშვებისადმი ყურადღების მიქცევა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით დღეს: თქვენი ყოფნა მათ ცხოვრებაში ბოლო დროს შემოიფარგლება მხოლოდ მატერიალური დახმარებით და ეს არასწორია...