კურო
ნუ გაეკიდებით წარსულს. ნუ ეცდებით ძველი კონტაქტების აღდგენას, ძველი მეგობრების დაბრუნებას. გაუშვით წარსული, რათა თქვენს ცხოვრებაში ახალმა მეგობრებმა, კონტაქტება, სიყვარულმა დაიმკვიდროს ადგილი.
ტყუპი
ცვლილებების დღეა. ამიტომ, ყურადღებით იყავით, არაფერი გამოგეპაროთ. კარგი დღეა იმიჯის, ბინაში ინტერიერის შესაცვლელად. მცირე ცვლილები სასიკეთოდ წაგადგებად.
კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა კონფლიქტების დასარეგულირებლად. სადაც საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ვერ მოახერხებთ, გაეცალეთ სიტუაციას.
ლომი
დღეს გარშემო მყოფები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან. იქნება ეს საქმეებისა თუ პრობლემების მოგვარება ან ფულის სესხება. გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი, რომლის დახმარებითაც ყველაფერს მოაგვარებთ.
ქალწული
კარგი დღეა საკუთარ თავზე სამუშაოდ, კარიერული მიღწევებისთვის. მაგრამ მოერიდეთ ექსტრაორდინარულ ქმედებებს. ამასთანავე, აკეთეთ ის, რაც გულით გსურთ და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფთა აზრს.
სასწორი
წარმატებამდე ერთი ნაბიჯი გაკლიათ. მთავარია, არ დანებდეთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თქვენი ბედნიერება ძალიან ახლოსაა, მთავარია, არ გასცდეთ და ყურადღება მიაქციოთ.
მორიელი
კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად; გარშემო მყოფებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. აგრეთვე, მავნე თვისებების დასამარცხებლად; კომპლექსებისა და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების დასაძლევად.
მშვილდოსანი
ნუ ხართ საკუთარ თავში ჩაკეტილი. შეფერხებები და წარუმატებლობები დროებითა. გაისეირნეთ, შეხვდით მეგობრებს. მეტი დრო დაუთმეთ გასართობსა და ჰობის.
თხის რქა
დროა, მართვის სადავეები ხელში აიღოთ და სიტუაციას უხელმძღვანელოთ, აკონტროლოთ. თამამად გამოთქვით საკუთარი მოსაზრებები, გაეცით შენიშვნები და ნურც კრიტიკას მოერიდებით. ნუღარ დარჩებით ჩრდილში, გამოაჩინეთ ლიდერის თვისებები.
მერწყული
თუ პირადი საკითხები მოგვარებული გაქვთ, მთელი დღე კარიერულ საქმეებს დაუთმეთ. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; დამატებითი შემოსავლის საძიებლად.
თევზები
თუ გსურთ თქვენთვის რთულ მომენტში გარშემო მყოფებმა ზურგი არ შეგაქციონ და დახმარების ხელი გამოგიწოდონ, თავადაც უნდა იყოთ მათთვის იმედი და საიმედო საყრდენი.