16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 05:57-ზე, მთვარე თხის რქაშია

ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. მიირთვით მსუყე საკვები და ნაკლები სითხე მიიღეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.

ვერძი

წარმატებული და საკმაოდ ნაყოფიერი დღეა. იოლი წარმატებების იმედი არ გქონდეთ, მაგრამ თუ ძალისხმევას გამოიჩენთ, შედეგით საკმაოდ კმაყოფილი დარჩებით. შესაძლებელია კოლეგებთან უთანხმოება, პროფესიული დავა. არ არის გამორიცხული, რომ ცხარე დისკუსიების შედეგად რაიმე საინტერესო იდეა გაჩნდეს. კარგი დღეა საქმეებისთვის, რაც მოითხოვს კონცენტრაციას, დეტალებზე ყურადღების მიქცევას, წვრილმანებში სიზუსტეს. არ არის ცუდი დღე მოკლე მოგზაურობისთვის.

კურო

ამ დღეს ბევრის უნარი გაქვთ; ძნელი წარმოსადგენია ძალა, რომელსაც შეუძლია შეგაჩეროთ, ხელი შეგიშალოთ წარმატების მიღწევაში. ადვილად პოულობთ მოკავშირეებს, დააინტერესებთ გარშემო მყოფებს თქვენი იდეებით. ხელსაყრელი დღეა მუზეუმებისა და გამოფენების მოსანახულებლად, თეატრში ან კონცერტზე წასასვლელად.

ტყუპი

საქმიანი შეხვედრები კარგად მიმდინარეობს. ადვილად პოულობთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან, მაგრამ რთულია საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა. ზოგიერთ ტყუპს შეიძლება სერიოზული უთანხმოება ჰქონდეს მშობლებთან. შეგიძლიათ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებით, ხელი მოაწეროთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, დადოთ გარიგებები. დღე შესაფერისია ელეგანტური ტანსაცმლის, სამკაულების, აქსესუარების შესაძენად.

კირჩხიბი

დილა დატვირთულია. შეცდომის დაშვება მარტივია, მაგრამ მისი სწრაფად გამოსწორება ძნელია. ყურადღება მიაქციეთ, როგორ ვითარდება თქვენი ურთიერთობა სხვებთან, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ვიღაც ბოროტად იყენებს თქვენს ნდობას. დღის მეორე ნახევარი უფრო მარტივი და წარმატებულია. საღამო შესაფერისია სტუმრების მისაღებად, მეგობრებთან სასაუბროდ ან უჩვეულო რომანტიკული პაემნისთვის.

ლომი

იღბალი თქვენს მხარესაა. იმოქმედეთ გაბედულად და მიაღწევთ წარმატებას. გექნებათ შესაძლებლობა მოახდინოთ კარგი შთაბეჭდილება ახალ ნაცნობებზე, ასევე მოიგოთ იმ ადამიანების კეთილგანწყობა, რომლებიც ადრე არ გრძნობდნენ თქვენს მიმართ დიდ სიმპათიას. მიმზიდველი ხართ, გასაკვირი არაა, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები დროდადრო ყურადღებას გამოიჩენენ თქვენ მიმართ. შესაძლებელია მოულოდნელი აღმოჩენები, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება, სასიამოვნო სიურპრიზები.

ქალწული

ყველაფერი გამოგივათ, თუმცა არა სწრაფად; თქვენი ამოცანაა არ დაარღვიოთ ის დაპირებები, რაც გაეცით, არ დაარღვიოთ შეთანხმებები და არ დააგვიანოთ დაგეგმილ შეხვედრებზე. გაჩნდება შესაძლებლობა მოაგვაროთ სამუშაო საკითხები, რომლებიც წარმოიშვა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. შუადღე კარგია საქმიანი მოლაპარაკებებისა და შეთანხმებებისთვის.

სასწორი

უჩვეულო, თამამი ორიგინალური იდეების, გამორჩეული საქმეების დღეა. შესაძლოა მიიღოთ შეთავაზებები, რომლებიც ახალ პროფესიულ ჰორიზონტს გაგიხსნით. მაგრამ დაგჭირდებათ გამბედაობა და მონდომება. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, ნუ მიჰყვებით ნეგატიურ ემოციებს. გამხიარულების საუკეთესო გზა ძველ მეგობრებთან შეხვედრაა.

მორიელი

ისარგებლეთ მომენტით და იმოქმედეთ აქტიურად. მიაღწევთ შესანიშნავ შედეგებს. კარგია დღეა ექსპერიმენტული პროექტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ შემოქმედებით მიდგომას. შესაფერისი დღეა მოგზაურობისთვის, განსაკუთრებით რომანტიკულისთვის. პირადი ხასიათის სერიოზული საუბრები საღამომდე უნდა გადაიდოს.

მშვილდოსანი

დღე დატვირთული და ძალიან საინტერესოა. თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა საინტერესო საქმეებში, გახდეთ თავბრუდამხვევი მოვლენების მონაწილე. კარგი დღეა ახალი ერთობლივი პროექტების დასაწყებად. კარგად ეწყობით ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებს. ისინი გახდებიან შესანიშნავი მრჩევლები, დამხმარეები და მოკავშირეები.

თხის რქა

იღბლიანი დღეა. მშვენივრად აგვარებთ თქვენს ვალდებულებებს. ერთადერთი, რაც საჭიროა, არის ინიციატივის გამოვლენა. ცრუ მოკრძალების გარეშე ისაუბრეთ თქვენს მიღწევებზე, უნარებსა და ნიჭზე; ჭკვიანი თვითრეკლამირება არ გავნებთ. პირად ურთიერთობებში დადებითი ტენდენციების გავლენა ჭარბობს. თქვენ ადვილად პოულობთ საერთო ენას საყვარელ ადამიანებთან და სიამოვნებით დაეხმარებით მათ საჭიროების შემთხვევაში.

მერწყული

არ არის მარტივი დღე. მოეშვიდით უსიამოვნო ფიქრებს, საკუთარი შეცდომების გაანალიზებას ან წარსულის მძიმე მომენტების გახსენებას. ჩნდება მარტოობის სურვილი. ფინანსური საკითხების მოგვარებისას უფრო ფრთხილად უნდა იყოთ. არის საშიშროება, რომ სხვამ ისარგებლოს თქვენი ნდობით, ამან შეიძლება ზარალი გამოიწვიოს, შეინარჩუნოთ პრაქტიკულობა.

თევზები

მოულოდნელი იდეებით აღსავსე საინტერესო დღე გელოდებათ. არ დაკარგოთ მხედველობიდან წვრილმანები, შეეცადეთ გაითვალისწინოთ უმნიშვნელო წვრილმანებიც, ჩნდება ახალი გეგმები და იდეები, შემოგიერთდებიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დაგეხმარონ მათ განხორციელებაში. ხელსაყრელი დღეა საჯარო გამოსვლისთვის, სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის. ადვილად იპყრობთ სიმპათიას, კარგ შთაბეჭდილებას ახდენთ სხვებზე. შესაძლებელია რომანტიკული ნაცნობობა.