კურო
ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. კარგად გაანალიზეთ სიტუაცია, რათა თავი დაიზღვიოთ შეცდომებისგან.
ტყუპი
დღე საოჯახო საქმეებს უნდა დაუთმოთ. მეტი დრო გაატარეთ შინ და ნუ ეცდებით საქმეების სხვებისთვის გადაბარებას.
კირჩხიბი
კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან შესახვედრად. თუ ასეთი არ გყავთ, დღეს შეიძლება სასურველ კანდიდატურას შეხვდეთ. მთავარია, დღის მანძილზე რომანტიკული განწყობა შეინარჩუნოთ.
ლომი
კარგი დღეა მეგობრული შეხვედრებისთვის. უმჯობესია, თუ მათ შინ მოიწვევთ და მეფურადაც გაუმასპინძლდებით.
ქალწული
საინტერესო დღე გელით. კარგია სწავლისა და ინფორმაციის გასაანალიზებლად. აგრეთვე, ჰობისა და რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად.
სასწორი
ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი, თორემ კონკურენტები ამით ისარგებლებენ და უსიამოვნებები (მატერიალური დანაკარგიც) არ აგცდებათ.
მორიელი
კარგი დღეა ძველი შეცდომების გამოსასწორებლად. დაფიქრდით, რა გიშლით ხელს დასახული მიზნისკენ მისაახლოებლად. შეურიგდით ახლობლებს, გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.
მშვილდოსანი
დღეს მხოლოდ საკუთარი წესებითა და კანონებით იმოქმედებთ. დაგროვილ პრობლემებსაც ორიგინალურად მოაგვარებთ. მთავარია, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედოთ და ყველას აზრს არ მიაქციოთ ყურადღება.
თხის რქა
კარგი დღეა დაგროვილი საქმეების დასასრულებლად. სწორი გათვლების წყალობით კონკურენტებს ჩამოიშორებთ და წარმატებასაც მიაღწევთ.
მერწყული
სასიხარულო ინფორმაცია დღის გეგმებს სრულიად შეგიცვლით. ეცადეთ, ემოციებს აყოლილმა შეცდომა არ დაუშვათ და ყოველი შემთხვევისთვის, რჩევა სპეციალისტებს ჰკითხეთ.
თევზები
კარგი დღეა სამემკვიდრეო და უძრავი ქონების საკითხის განსახილველად. ნათესავებთან სერიოზული საუბარი გელით. მეტი სითამამე გმართებთ, მაგრამ ემოციებს ნუ აჰყვებით.