ავტორი:

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:55-ზე, მთვარე ლომშია

კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების, ფლირტის სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მიირთვით კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.

ვერძი: მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული საქმისთვის. მოგინდებათ საკუთარი თავის მეტად დაფასება, განებივრება. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. სასიცოცხლო ენერგიის მომატებაზე.

კურო: ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ ახალი პროფესიის ათვისება, რაც მომავალში გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას, მეტად პოპულარულს გაგხდით.

ტყუპი: უნდა მოინდომოთ, რომ დაძლიოთ შინაგანი შიშები, კომპლექსები. გათავისუფლდებით ზედმეტი პასუხისმგებლობისგან. მოგინდებათ ინტელექტუალურ თამაშში ჩართვა; საკუთარი ცოდნის გამოცდა.

კირჩხიბი: მეტად უნდა დააფასოთ საკუთარი შესაძლებლობები. ახლა მეტი უნდა მოითხოვოთ საკუთარ ცოდნაში, მუშაობაში. დაასრულეთ საქმე, პროექტი, რომელზეც თანამოაზრეებთან ერთად მუშაობდით.

ლომი: ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ პროფესიის კარდინალურად შეცვლა. მაგრამ სანამ დაწყებულ პროექტებს არ დაასრულებთ, არაფერი მოიმოქმედოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებლება ახლობლებთან.

ქალწული: ჩამოყალიბდით, რა უნდა ისწავლოთ, რა მოგიტანთ მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას, პოპულარობას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელებთან. ზოგიერთი კი ონლაინმუშაობას დათანხმდებით უცხოურ კამპანიაში.

სასწორი: საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორებთან დაშორების შემდეგ მოგიწევთ ქონების, ნივთების გაყოფა. ყურადღებით იყავით, რომ არაფერი გამოგრჩეთ ან დაკარგოთ. აკონტროლეთ ემოციები.

მორიელი: ყურადღება გამოავლინეთ საქმიანი ხელშეკრულების გაფორმებისას. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მომსახურების სფეროსთან, გამოგიჩნდებიან ახალი კლიენტები.

მშვილდოსანი: დაფიქრდით, რა გსურთ, რა მოგანიჭებთ სიამოვნებას, რა უნდა გააკეთოთ ახლა, რომ მომავალში უკეთესი შედეგი მიიღოთ. მოგინდებათ ცხოვრებისეული გრაფიკის შეცვლა.

თხის რქა: საქმიანი შეხვედრებისა და პროექტების განხილვის დღეა. იყავთ დაკვირვებული ფინანსებთან, ინფორმაციების მიღება-გაცემასთან. შვილები სასიამოვნო ამბებით გაგახარებენ.

მერწყული: საბუთებთან მუშაობის დღეა. დაკვირვებით შეავსეთ და აუცილებლად გადაიკითხეთ, სანამ ხელს მოაწერდეთ. საღამოს შეეხმიანეთ ნათესავებს. მოიცალეთ საოჯახო ვალდებულებებისთვის.

თევზები: შეხვდით საქმიან პარტნიორებს. იყავით დაკვირვებული და მომართული სარგებლის მიღებაზე ნებისმიერი საქმისგან. მოგინდებათ ახალი ხელშეკრულებების გაფორმება ან არსებულებში ცვლილებების შეტანა.