16 ოქტომბერი, მთვარის ოცდამეხუთე დღე: გადადეთ რთული მოლაპარაკებები

16 ოქტომბერი, მთვარის ოცდამეხუთე დღე: გადადეთ რთული მოლაპარაკებები

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:31-ზე, მთვარე ქალწულში იქნება 22:08-დან

რეკომენდებულია: დღე პასიურია მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში.

არ არის რეკომენდებული: აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა: მოუფრთხილდით ყურებს. სასარგებლოა მარხვა და სუნთქვის გამწმენდი პრაქტიკა.

კვება: დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. კარგია მარხვა. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.

მოგზაურობა: დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის.

ურთიერთობები: უმჯობესია თავი შეიკავოთ ოჯახის შექმნისგან. დღე შესაფერისია განქორწინებისთვის.

დღის მინერალები: ვეფხვის თვალი, კატის თვალი, ვარდისფერი მარმარილო.

  • მთვარე ქალწულშია

იოლია ინტელექტუალური საქმიანობა, შეგიძლიათ დაიწყოთ მნიშვნელოვანი საქმეები.

აქტიური ორგანოები: საჭმლის მომნელებელი სისტემა, ნერვები, ელენთა, პანკრეასი, სისხლის მიმოქცევის სისტემა.

კვება: უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე. იმატებს მარილიანი საკვების მიღების სურვილი.

საოჯახო საქმეები: კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.

კოსმეტიკური პროცედურები: თუ გსურთ, რომ თმა სწრაფად გაიზარდოს და შეინარჩუნოს ფორმა, მაშინ ეწვიეთ სალონს. კარგია თმის დახვევა და შეღებვა. გაიკეთეთ მასაჟი, სახის ნიღაბი და მანიკიური.