16 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანს ხშირად გულცივობაში სდებენ ბრალს

16 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანს ხშირად გულცივობაში სდებენ ბრალს

ოქტომბერი თანამედროვე კალენდრით მეათე, ხოლო ძველრომაული კალენდრის მიხედვით მერვე თვეა. მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის (ლათ. Octo – რვა). ასტროლოგიური კუთხით ოქტომბრის თვეს ორი ზოდიაქოს ნიშანი “იყოფს“ – ჰარმონიული, სილამაზის და ესთეტიკის მოყვარული სასწორი და დესტრუქციული, პრინციპული და რთული მორიელი, რომელიც სხვათა შორის ზოდიაქოს მერვე ნიშნად გახლავთ მიჩნეული, რაც სრულიად შეესიტყვება ოქტომბრის ძველრომაულ პერსონიფიკაციას. ზოგადად რვიანი ხომ ტრანსფორმაციისა და გარდასახვის ენერგეტიკის მქონე რიცხვად გახლავთ მიჩნეული ნუმეროლოგიაში.

  • როგორია 16 ოქტომბერს დაბადებული ადამიანი

16 ოქტომბერს დაბადებული ადამიანები წინდახედულებითა და შორსმჭვრეტელობით არიან გამორჩეულნი. მათ უმრავლესობას გააჩნია კარგი ინტუიცია და ისინი იშვიათად ცდებიან გარშემო მყოფთა შეფასებაში. თუმცაღა გადამეტებული სიმკაცრისა და კატეგორიულობის გამო, ხშირად მათ გულცივობაში სდებენ ბრალს. ამიტომ სასურველია ამ ადამიანებმა მეტი ლოიალურობა გამოიჩინონ სხვების კრიტიკისას.