კვირა, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 21:29-ზე, მთვარე კირჩხიბშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს. ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.
ვერძი: საუკეთესო დღეა შეხვედრებისა და ურთიერთობებისთვის. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ. კარგი იქნება, თუ მაღაზიებში გაისეირნეთ და რამეს შეიძლეთ საკუთარი თავისთვის.
კურო: მოერიდეთ ფულის ვალში გაცემას. საღამოს იმხიარულეთ მეგობრებთან ერთად. კარგი დღეა მსუბუქი ვარჯიშისთვის. ნათესავებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით.
ტყუპი: მოერიდეთ ფულის ფლანგვას გართობაზე. უმჯობესია, დააგროვოთ და რამე ძვირფასი შეიძინოთ თქვენთვი. კარგი დღე გელით კომერციის წარმომადგენლებს.
კირჩხიბი: მოგინდებათ ინტერიერის განახლება, სახლისთვის ლამაზი ნივთების შეძენა. საოჯახო საქმეების შესრულებაში დაიხმარეთ ოჯახის წევრები.
ლომი: სასიამოვნო შეხვედრებისა და მგზავრობის დღეა. მოინახულეთ ნათესავები, ასაკით უფროსი მეგობრები. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ამინდს. იყავით პოზიტიური და არც გარშემო მყოფები მოაწყინოთ.
ქალწული: მოგინდებათ სიმშვიდე და განმარტოება. მოერიდეთ ხმაურიან ადგილებს, ზედმეტ ვალდებულებას. უმჯობესია, დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.
სასწორი: მეტად დაისვენეთ, გაინებივრეთ თავი გემრიელობით, სასიამოვნო გარემოთი და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით. არ დაძაბოთ დამოკიდებულება ასაკით უფროს ნათესავებთან.
მორიელი: დღის გატარება შინ, სასიამოვნო გარემოში ჯობია. მოგინდებათ ყველაფრის მარტო და სხვებისგან განმარტოებით კეთება. დაუთმეთ დრო არტთერაპიას.
მშვილდოსანი: ამინდის მიუხედავად დღეს შინ ვერ გაჩერდებით. მოგინდებათ მეგობრებთან შეხვედრა და მხიარულება. მოაწყვეთ დღესასწაული, დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.
თხის რქა: დასვენების დღის მიუხედავად, რაც უფრო მეტ დროს დაუთმოთ საქმეებს და ნაკლებს გართობას, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. დაასრულეთ დაწყებული პროექტები.
მერწყული: დაუთმეთ დღევანდელი დღე გართობას, ოჯახს, შემოქმედებით საქმიანობას. საყვარელ ადამიანს მოუწყვეთ რომანტიკული საღამო.
თევზები:მიუბრუნდით ძველ უსიამოვნებებს, საქმეებს და დაიწყეთ მათი მოგვარება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. საღამოს უმასპინძლეთ ახლობლებს.