16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ყური დაუგდეთ ავტორიტეტთა რჩევას, დღის განმავლობაში ისეთ ადამიანებთან იქონიეთ საქმე, ვინც მოგისმენთ, დაგამშვიდებთ, დაგარიგებთ. საღამოს გასახალისებლად მეგობრებს ეწვიეთ.

ტყუპი

დღეს განმავლობაში რამდენჯერმე შეგეცვლებათ გემოვნება, გეგმები და შეხედულებები კონკრეტულ საკითხზე. იყავით მეტად ყურადღებით, რადგან ღრუბლებში ფრენის დროს შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოგრჩეთ.

კირჩხიბი

დღეს ბევრ სურვილს აისრულებთ. კარგი დღეა საზღვარგარეთელ კოლეგებთან საურთიერთობოდ, მეგობრების, თანამოაზრეების გასაჩენად. ოფიციალური შეხვედრები და დოკუმენტების გაფორმება დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ.

ლომი

უარი არ თქვათ დახმარებაზე, მაგრამ ყველაფერი აკონტროლეთ. მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ.

ქალწული

კარგი დღეა კონსულტაციის, მოლაპარაკებისა და განშორებულების შესარიგებლად. სამსახურებრივი საქმეებისთვის დღე გამოიყენეთ, საღამო – რომანტიკული პაემნისთვის.

სასწორი

განწყობას სასიამოვნო მუსიკა შეგიქმნით. მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. არ გადადოთ ვიზიტი ექიმთან.

მორიელი

რაც უფრო ადრე შეუდგებით მუშაობას, მით უფრო ადრე დაასრულებთ. დღეს შეიძლება თქვენი არტისტული და მუსიკალური და სამხატვრო ნიჭი გამოავლინოთ. კარგი დღეა სასიყვარულო შეხვედრისა და გრძნობების გამჟღავნებისთვის.

მშვილდოსანი

კარგი დღეა საოჯახო და ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. დღეს გაგიუმჯობესდებათ განწყობა, დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

თხის რქა

არ განმარტოვდეთ. მთელი დღე საყვარელი ადამიანის, ახლობლების გარემოცვაში გაატარეთ. კარგი დღეა შერიგებისა და ურთიერთობის აღსადგენად.

მერწყული

ეცადეთ გარშემო მყოფებს კარგი განწყობა შეუქმნათ. განსაკუთრებით თუ მომსახურების სფეროში მუშაობთ. შემოსავლის ახალი წყარო შეიძლება შემოქმედებითმა საქმიანობამ მოგიტანოთ.

თევზები

ცოტათი მოწყენილი ხართ და სიზარმაცეც გძალავთ, მაგრამ დღეს კარგი პედაგოგი, მოსიყვარულე შვილი და მშობელი იქნებით. შეიძლება ზოგიერთმა რჩევისთვისაც მოგაკითხონ (განსაკუთრებით მოგზაურობის საკითხებში). კარგი დღე გაქვთ სარეკლამო აქციებისთვის, საოჯახო და კორპორატიული წვეულებებისთვის.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით