ავტორი:

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 21:37-ზე, მთვარე ტყუპშია

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. მოერიდეთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.

ვერძი: დღეს გარშემო მყოფები დაგაფასებენ როგორც მიზანმიმართულ და საუკეთესო შემსრულებელს. რთულ ვალდებულებებსაც კი იოლად გაუმკლავდებით. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.

კურო: მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. თქვენი გულუხვობით ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. საღამო მეგობრების, თანამოაზრეების გვერდით გაატარეთ, ერთად კიდევ უფრო მეტი საინტერესო იდეა დაგებადებათ.

ტყუპი: ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და დაგროვლ საქმეებს იოლად გაუმკლავდებით. დაწინაურების, წინსვლის შანსი მოგეცემათ და უარი არ თქვათ. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი: თუ ვინმესთან გაბუტული იყავით, დღეს შესარიგებლად საუკეთესო დღეა. დიპლომატიურად გააცანით ყველას თქვენი სურვილები და აღადგინეთ ურთიერთობა. გადაწყვეტილებები დაფიქრების შემდეგ მიიღეთ.

ლომი: სამსახურის საქმეების მოგვარებისას გამოავლინეთ დაკვირვება და მიზანსწრაფულობა. სადაც საჭიროა - სიმკაცრეც. კარგი დღე გელით ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს.

ქალწული: იყავით დაკვირვებული გარშემო მყოფების ქმედების მიმართ. მაგრამ საკუთარ მოსაზრებებს ნუ გააჟღერებთ. საღამო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. იყავით პოზიტიური.

სასწორი: არაფერი ახალი დღეს არ მოიმოქმედოთ. ძველი, გამოცდილო მეთოდებით იმოქმედეთ. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელოდებათ; მარტოხელებს - სასიამოვნო ნაცნობობა.

მორიელი: დღეს რუტინული, ყოველდღიური საკითხები მოაგვარეთ. არ გირჩევთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას, ახალი პროექტების დაწყებას. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებზე ზრუნვას.

მშვილდოსანი: ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. საკუთარის პარალელურად სხვების საქმეებიც თქვენ უნდა მოაგვაროთ ან სხვების მაგივრად მიიღოთ გადაწყვეტილებები. იყავით დაკვირვებული.

თხის რქა: შეხვედრებისა და საუბრების დღეა. ფულის ხარჯვაც მოგიწევთ. ეცადეთ, არ გაამწვავოთ ძველი უსიამოვნებები. კარგი იქნება, თუ დიპლომატიურად მოაგვარებთ რთულ საკითხებს, გამონახავთ კომპრომისს.

მერწყული: საქმეები დროულად დაასრულეთ, გვიანობამდე სამსახურში ნუ გაჩერდებით. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად საუბარი ძალას შეგმატებთ. ერთად გამონახავთ ძველ უსიამოვნებებთან გამკლავების შესაძლებლობებს.

თევზები: სასიამოვნო, შემოქმედებითი დღე გელოდებათ. ზოგიერთი დაასრულებთ პროექტს, შეკვეთას ჩააბარებთ დამკვეთს. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს და დაკვირვებული იყავით, საჭირო ცნობებსაც მიიღებთ.