თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც;
მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას;
მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა;
არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ;
არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას;
კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ;
ამ დღეს კეთილი ადამიანები იბადებიან, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი შეხვდებათ.
მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს (გარდა ვაშლისა).
შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც.
მოერიდეთ ვარცხნილობის შეცვლას.
კარგი დღეა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი მასაჟისთვის, თმის შესაღებად, სამკურნალო ნიღბების გასაკეთებლად.
ამ დღის ქვებია: ყვითელი მარჯანი, ვარდისფერი მარგალიტი, ლაზურიტი.
დღის გაფრთხილება: მოერიდეთ ტირილს, დაღვრილი სითხე ან გატეხილი ჭურჭელი მარტოობასა და ტანჯვას მოასწავებს.
მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:03
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე მერწყულში
გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, აპენდიქსზე (ბრმა ნაწლავი) პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე.
არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.