16 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

16 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო - დღეს საინტერესო და უჩვეულო ადამიანებს გაიცნობთ. სამსახურში მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. ყველა საქმეს მარტივად გაართმევთ თავს, თუ მოინდომებთ.

ტყუპი - ახალ სიყვარულს შეიძლება სამსახურში ან სასწავლეებლში შეხვდეთ. ნუ ეძებთ იდეალებს. მიიღეთ ადამიანი ისეთი, როგორიც რეალურადაა. ნუ მოგერიდებათ პირადი გრძნობების გამოხატვის.

კირჩხიბი - დილიდან უსიამოვნებების მოგვარებით იქნებით დაკავებული. შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თავგადასავალში აგიყოლიებთ. საღამო ნათესავებთან ერთად, მყუდრო და გემრიელ გარემოში გაატარეთ.

ლომი - საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, ახალი საქმიანი პარტნიორები და მომხრეები გამოგიჩნდებიან. დღეს დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა ჰარმონიულად განვითარდება.

ქალწული - დღეს საკუთარი ნათქვამი საქმით უნდა დაამტკიცოთ. თქვენ გაქვთ ყველა იარაღი, რომ სამყარო გააუმჯობესოთ. ზოგიერთს სასიყვარულო პარტნიორისგან რომანტიკული სიურპრიზი ელის.

სასწორი - შემთხვევით მოსმენილმა სიმღერამ შეიძლება სენტიმენტალურ განწყობაზე დაგაყენოთ. საღამო კი სკოლის მეგობარი გეწვიოთ. მოიწესრიგეთ ფიქრები. ეცადეთ, ყველას გამო არ ინერვიულოთ.

მორიელი - შეხვდით საქმიან პარტნიორებს და მეგობრულ გარემოში განიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები. ზოგიერთს დაწინაურება, ჯგუფის ლიდერად დანიშვნა ელის. რთულ საკითხებსაც მარტივად გაართმევთ თავს.

მშვილდოსანი - აუჩქარებლად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. თუ თავად გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, რჩევა ნათესავებს ჰკითხეთ.

თხის რქა - დღეს ყველა უსიამოვნებას მშვიდობიანად მოაგვარებთ. იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური, განსაკუთრებით საკამათო სიტუაციაში. წარმატებას მიაღწევთ და ლიდერის როლს დაიკავებთ.

მერწყული - საკუთარ თავს გარკვეული ჩარჩოები უნდა დაუწესოთ. ნუ გაფლანგავთ ფულს და ნუ დახარჯავთ დროს ტყუილ საქმეებზე. ოპერატიულად გაუმკლავდებით საკუთარ ვალდებულებებს.

თევზები - დღეს აუცილებელია, დადებითი გავლენა მოახდინოთ ახლობლებზე. რაც უფრო მეტი მხარდაჭერა და დახმარება გექნებათ, მით მეტ სასიკეთო საქმეს გააკეთებთ. თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ, ნუ შეგეშინდებათ გარისკვის.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით