კურო
ახლობლების დახმარების გარეშე გაგიჭირდებათ. ამიტომ, ნუ მოგერიდებათ და შველა სთხოვეთ გავლენიან ადამიანებს. შეიძლება ზოგი საკითხი კომპიუტერით მოაგვაროთ ან ახალი პროგრამები შეისწავლოთ.
ტყუპი
კარგი დღეა სწავლისთვის, ცნობისმოყვარეობის დასაძლევად, მოგზაურობისთვის. საინტერესო და ორიგინალურ ადამიანებთან ურთიერთობით დაიკმაყოფილებთ ცნობისმოყვარეობას.
კირჩხიბი
დღეს სიახლეები უნდა შეიტანოთ ცხოვრებაში, როგორც სამსახურებრივ, ისე პირადში. შეგიძლიათ წარმატებული ადამიანების გამოცდილებით იხელმძღვანელოთ.
ლომი
მარტო ყველა პრობლემასთან გამკლავება გაგიჭირდებათ. გვერდით ისეთი ადამიანი გჭირდებათ, ვისაც ენდობით და საქმის მცოდნეა.
ქალწული
კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი პროგრამის ასათვისებლად, ახალ გარემოში გასარკვევად. საკუთარ დაავადებებს შეიძლება არატრადიციული მეთოდით უმკურნალოთ.
სასწორი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთნ. დროულად ნათქვამი სიტყვა უსიამოვნებას განმუხტავს. საღამოს მეგობრებთან ერთად განიხილეთ სამომავლო გეგმები.
მორიელი
დღეს მჭიდროდ იკონტაქტებთ ოჯახის წევრებთან, ძველ მეგობრებთან. გააბამთ ელექტრონულ მიმოწერას. შეიძლება საკუთარი საიტი ან ბლოგი შექმნათ.
მშვილდოსანი
კარგი განწყობა და ოპტიმიზმი ყველა დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ. დღის განმავლობაში მოსალოდნელია პრობლემები ტექნიკასთან და კონფლიქტი ნათესავებთან.
თხის რქა
გაიხალისეთ ცხოვრება. მეტი ყურადღება მიაქციეთ მოდას და ნაკლები – უსიამოვნებებს.
მერწყული
დღე განწყობის მიხედვით უნდა დაგეგმოთ. თუ სურვილი გაქვთ, ყველა რთულ საქმესაც მოაგვრებთ, თუ არა – შინ დარჩით და საინტერესო წიგნი წაიკითხეთ.
თევზები
შეიძლება ითქვას, რომ დღის დიდ ნაწილს მონიტორთან გაატარებთ, შემოქმედები ახალ იდეებს დაამუშავებენ, გეიმერები ახალ დაბრკოლებებს გადალახავენ.