კურო - ის, რაც თქვენს გულში ხდება, არავის გასარჩევი არ უნდა გახადოთ. თუმცა, თუ სხვები საიდუმლოებებს გაგიმხელენ, ყურადღებით მოუსმინეთ, ბევრ საინტერესოს გაიგებთ.
ტყუპი - დღეს ან დისკუსიაში უნდა ჩაერთოთ, ან მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტებს. თუ თავს ვერ შეიკავებთ, იყავით დიპლომატიური და ფაქტებზე დაყრდნობით ისაუბრეთ.
კირჩხიბი - მოერიდეთ ფულის დაბანდებას საეჭვო საქმიანობაში. გამონახეთ საქმიანობა, რომელიც განწყობას გაგიუმჯობესებთ. დღეს სასიამოვნო ადამიანები გარემოცვაში გაატარეთ. მოინახულეთ მშობლები.
ლომი - წარმატებული დღე გელით. ყველა საქმეში ხელი მოგემართებთ. უფრო მეტიც, მკვდარი წერტილიდან დაიძვრება ის პროექტები, რომლებიც მივიწყებული გქონდათ. საღამოს საჩუქრებსა და სიურპრიზებს ელოდეთ.
ქალწული - საქმეებს მარტივად გაართმევთ თავს, კარგ შედეგებს მიიღებთ და თავადაც კმაყოფილი დარჩებით. ბინაში, სამსახურში მეტი კომფორტი შეიქმენით.
სასწორი - სანამ თავად არ გაერკვევით თუ რა გსურთ ადამიანისგან და რას უნდა ელოდეთ მისგან, ნუ დაიმეგობრებთ მას. დღეს შეიძლება იმის თქმამ და გაკეთებამ მოგიწიოთ, რაც სხვებს ასიამოვნებს.
მორიელი - ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებთ და ნურც ახლობლებს მოსთხოვთ, რომ იდეალურები იყვნენ. დააკვირდით თქვენ გარშემო მომხდარ მოვლენებს.
მშვილდოსანი - შანსი მოგეცემათ იმ საქმიანობით დაკავდეთ, რაც დიდი ხანია გაინტერესებდათ. იყავით დაკვირვებული და ეცადეთ, ყველაფერი კარგად აითვისოთ. სასიამოვნო ცვლილებები გელით ცხოვრებაში.
თხის რქა - ყველაფრის გამოსწორება და ყველაფრისთვის თავის ადგილის მიჩენა გსურთ. დაფქირდით, გიღირთ კი ასეთი მსხვერპლის გაღება უმჯობესი არაა, დრო და ენერგია სასიამოვნო საქმიანობას დაუთმოთ.
მერწყული - საინტერესო საქმიანობა, ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება გელით. რასაც არ უნდა აკეთებდეთ დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. იყავით მადლიერი იმ ადამიანების, ვინც თქვენზე ზრუნავს.
თევზები - იყავით რეალისტი, ილუზიებში ნუ გადავარდებით და ეცადეთ, სხვაც არ მოატყუოთ. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად. დაფიქრდით, იმ მოვლენებზე, რაც თქვენ გარშემო ხდება და ობიეტურად შეაფასეთ ისინი.