კვირა, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 23:18-ზე, მთვარე ტყუპშია
დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. მოუფრთხილდით ყურებს. სასარგებლოა მარხვა და სუნთქვის გამწმენდი პრაქტიკა. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
ვერძი
სხვის საქმეებში ჩარევა ყოველთვის არასასურველია, მაგრამ დღეს ეს მკაცრად აკრძალულია: მაშინაც კი, თუ რაიმე მიზეზით გეჩვენებათ, რომ თქვენი დახმარება სასარგებლო იქნება, ჯობია არ გატოკდეთ, სანამ არ გთხოვენ.
კურო
საკუთარი ქმედებების კრიტიკული განხილვა და შეცდომებზე მუშაობა დაგეხმარებათ ყოველდღიური ან პროფესიული სიტუაციიდან იოლად, დანაკარგების გარეშე გამოხვიდეთ.
ტყუპი
სიზარმაცესა და აპათიას აქტივობითა და ენერგიულობით უნდა დაუპირისპირდეთ: ყოველ შემთხვევაში, ძალის გამოყენებით, მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო და შემდეგ პროფესიული - საქმეებით დაკავება.
კირჩხიბი
დრო ხელსაყრელია ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციისთვის, მათ შორის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის: ყველა შენაძენი მაქსიმალურად წარმატებული იქნება და შესაძლებელი იქნება მომგებიანად გაყიდოთ ის, რაც აღარ გჭირდებათ.
ლომი
დღეს მიზანშეწონილია უარი თქვათ ნებისმიერ შეხვედრაზე - საქმიანი მოლაპარაკებებიდან დაწყებული, პაემნით დამთავრებული: ვერ შეძლებთ საერთო ენის პოვნას თქვენს თანამოსაუბრესთან.
ქალწული
მიზანშეწონილია მორალურ და ფიზიკურ წმენდაზე ზრუნვა, რისთვისაც ეს დღეები იდეალურია: წაიკითხეთ კარგი ლიტერატურა და მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას, ჩაიტარეთ გამწმენდი პროცედურები და ნურც გონების დასვენება დაგავიწყდებათ.
სასწორი
უმჯობესია არ მოკიდოთ ხელი სერიოზულ საქმეებს, რეკომენდებულია თავისუფალი დრო დაუთმოთ ყოველდღიური საკითხების გადაჭრას. ჰობი დასვენების საშუალებასაც მოგცემთ და თან სიამოვნებას მოგიტანთ.
მორიელი
არ გირჩევთ სხვა ადამიანებისთვის რჩევების მიცემას, განსაკუთრებით თუ ისინი ამას არ გთხოვენ და, მით უმეტეს, ასწავლოთ მათ როგორ იცხოვრონ. ეს არ შეუწყობს ხელს მათთან ურთიერთობის განმტკიცებას.
მშვილდოსანი
სახლშიც და სამსახურშიც მიზანშეწონილია შეასრულოთ ისეთი დავალებები, რომლებიც დიდი ხნის წინ გადადეთ. ახლა შეძლებთ მათ მარტივად, სწრაფად და, რაც მთავარია, ეფექტურად შესრულებას.
თხის რქა
დღეს საქმეები აჩქარების გარეშე უნდა გააკეთოთ. უფრო კარგი იქნება, თუ დაისვენებთ და მხოლოდ სასიამოვნო საქმიანობით დაიტვირთავთ თავს და არა ვალდებულებებით.
მერწყული
დაღლილობა, რომელმაც შეიძლება დღეს დაგძლიოთ, არ არის მოდუნების და შემდეგ მთლიანად მოშლის მიზეზი - შეგიძლიათ ცოტა დაისვენოთ და შემდეგ უბრალოდ შეცვალოთ თქვენი საქმიანობა.
თევზები
არასასურველია იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც მუდმივ ნეგატიურ ემოციებს იწვევ თქვენში: ეს უარყოფითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზეც და შრომის პროდუქტიულობაზე.