ავტორი:

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 22:49-ზე, მთვარე კუროში გადავა 06:24-ზე

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება "მეგობრობის დღე" ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა, მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.

ვერძი: ყველაზე ჭირვეულ ადამიანთანაც კი გამონახავთ საერთოს და გარშემო მყოფებს თქვენი სიმშვიდითა და კეთილგანწყობით გააოცებთ. კარგი დღეა ინტელექტუალურ თამაშებში ჩასართავად, საინტერესო ადამიანთან საუბრისთვის.

კურო: შეიძლება ყველაფერი სწრაფად და პირველივე ცდაზე ვერ მიიღოთ,მაგრამ იყავით თავდაჯერებული, მიზანმიმართული და აუცილებლად ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ.

ტყუპი: ახლობლებთან ერთად განხილეთ და დაგეგმეთ მომავალი. იყავით გულწრფელი, საუბრისას შეიძლება ახალი იდეები დაგებადოთ, რასაც მომავალში განახორციელებთ.

კირჩხიბი: დაისახეთ კონკრეტული მიზანი, რომელიც უნდა განახორციელოთ. იყავით მომართული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მოიძიეთ შემოსავლის დამატებითი წყარო.

ლომი: საქმიანი პარტიორების მიმართ იყავით დიპლომატიური. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა და საინტერესო საუბრები გელოდებათ. მიიღებთ ძვირფას საჩუქრებს.

ქალწული: ინფორმაციების მიღებისა და გაცემის დღეა. იყავით დაკვირვეული, რომ არაფერი გამოგრჩეთ. დაესწარით თქვენთვის საიანტერესო სემინარებს, ცოდნის ასამაღლებელ ონლაინლექციებს.

სასწორი: მოვლენები ისე სწრაფად არ განვითარედება, როგორც გსურდათ. თუმცა, აჩქარეbით არ გააფუჭოთ ყველაფერი. თუ ახალი საქმეების დაწყებას აპირებთ, ყურადღებით იყავით დეტალებისდამი.

მორიელი: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უფროსობასთან. შეიძლება უმნიშვნელო დეტალმა, მინიშნებამ ახალი იდეა ჩამოგიყალიბოთ. უკეთესობისკენ შეგეცვლებათ პირადი ცხოვრება.

მშვილდოსანი: ისაუბრეთ თავდაჯერებლად და არგუმენტირებულად. იყავით ფრთხილი საქმიანი გარიგებისას; არავის მოატყუებინოთ თავი. მეგობრული ურთიერთობა შეიძლება რომანტიკულში გადაიზარდოს.

თხის რქა: დღეს საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიანი პარტნიორებთან. ყურადღებით გააფორმეთ დოკუმენტები.

მერწყული: მოიმატებს თქვენი ავტრორიტეტი გარშემო მყოფებში. შეიძლება დახმარება ან ცოდნის გაზიარება მოგთხოვონ და არავის უთხრათ უარი. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს.

თევზები: საქმიანი შეხვედრებით დატვირთული დღეა. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებას. მოგეცემათ იდეების განხორციელების შესაძლებლობა. გააკონტროლეთ საკუთარი თავი, რომ ზედმეტი თანხა არ დახარჯოთ.