კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 13:30-ზე, მთვარე მერწყულშია
მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შესაცვლელად. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
ვერძი
დღეს მოგიწევთ მოულოდნელი პრობლემების გადალახვა, სიმშვიდის შენარჩუნება და მუშაობისადმი კონსტრუქციული მიდგომა. წვრილმანები ამ დღეს მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მეტი ყურადღება მიაქციეთ მათ. კამათში მოწინააღმდეგეზე ზეწოლას ნუ მოახდენთ, გამოიჩინეთ მოქნილობა: ამით მეტს მიაღწევთ.
კურო
იმოძრავეთ საკუთარი ტემპით, ნუ ცდილობთ რაღაცების იძულებას. კუროს სჭირდება ყურადღებით დაგეგმოს თავისი ქმედებები და განიხილოს ისინი კოლეგებთან და ოჯახთან ერთად. კომუნიკაცია დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში. 17 დეკემბერს სასარგებლოა ბინის დასუფთავება და ნაგვის გადაყრა.
ტყუპი
დღეს გაგიჭირდებათ იმპროვიზაცია. ვარსკვლავები გირჩევენ ფრთხილად მოემზადოთ საქმიანი შეხვედრებისთვის და მეტად დაფიქრდეთ. შეეცადეთ იყოთ რეალისტური იმის შესახებ, რაც ხდება, ნუ ააგებთ ბროლის კოშკებს. აქტიური პოზიცია დაგეხმარებათ უფრო სწრაფად მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ.
კირჩხიბი
მოერიდეთ თავგადასავლებს და სარისკო საქმეებს, თუნდაც ახლო მეგობრების შემოთავაზებას. დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ფრთხილად უნდა იყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ პასუხის გაცემა სამწუხარო შედეგებზე და სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარება.
ლომი
თქვენი ცხოვრების ზოგიერთ სფეროს მეტი ყურადღება სჭირდება. გირჩევთ, აირჩიოთ პერსპექტიული რამ, რაც უახლოეს მომავალში შემოსავალს ან პროფესიულ წარმატებას მოგიტანთ.
ქალწული
დღეს პირველ ადგილზე ფინანსური საკითხები იქნება. ენდეთ თქვენს ინტუიციას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. შეეცადეთ გადაიტანოთ ყურადღება გართობაზე, დაისვენეთ.
სასწორი
დღის პირველი ნახევარში შენელებული და მოდუნებული იქნებით. თუ შესაძლებელია, დაგეგმეთ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და დავალება შუადღისთვის, როცა თქვენი ენერგია მაღალ დონეზე იქნება.
მორიელი
სერიოზული შეცდომები რომ არ დაუშვათ, იმოქმედეთ ნელა, გამოთვალეთ თითოეული ნაბიჯი და შეამოწმეთ შესრულებული სამუშაო. მოუსმინეთ საუბრებს, შეიძლება მოისმინოთ რაიმე მნიშვნელოვანი.
მშვილდოსანი
მოემზადეთ რთული დღისთვის, მაგრამ გჯეროდეთ თქვენი ძალების და იყავით პოზიტიური. არ დანებდეთ, თქვენი გამძლეობა დაჯილდოვდება. ჩამოწერეთ წარმატებული იდეები, რომლებიც თავში მოგივიდათ 17 დეკემბერს.
თხის რქა
წარმატებული და პროდუქტიული დღე თხის რქებისთვის. თქვენ იცით, როგორ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ და თამამად მიდიხართ თქვენი მიზნებისკენ. არის შანსი აისრულოთ თქვენი სურვილი და მოაგვაროთ ძველი და უსიამოვნო საკითხი. გამოიყენეთ თქვენს საქმიანობაში არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების გამოცდილებაც. შოპინგი დადებით ემოციებს მოგიტანთ.
მერწყული
უარით არ გაუშვათ ისინი, ვისაც თქვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. სტრესული დღეა: ეცადეთ, უფრო მშვიდად იყოთ იმაზე, რაც ხდება, არ ინერვიულოთ და არ გაბრაზდეთ წარუმატებლობის გამო. ეს მდგომარეობა კონფლიქტების უფრო სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ.
თევზები
დღეს პრობლემები შეგექმნებათ თქვენთვის ნაცნობ საკითხებშიც კი. მოემზადეთ ნაყოფიერი მუშაობისთვის და გჯეროდეთ თქვენი ძალების. უსიამოვნო სიტუაციებში გამოიყენეთ იუმორის გრძნობა და შეამცირეთ დაძაბულობა საუბრებში. ამ გზით შეძლებთ კონფლიქტის თავიდან აცილებას და პრობლემის მოგვარებას.